ლა ლიგის პრეზიდენტი ხავიერ ტებასი “ელ კლასიკოს” 18 დეკემბრისთვის გადატანის წინააღმდეგია, რადგან ამ დღეს ესპანეთის თასის თამაშები იმართება.
“ბარსელონასა” და “რეალის” დაპირისპირების ბედი კვლავ გაურკვეველია. კატალონიაში არსებული არეულობის გამო, თამაშის 26 ოქტომბერს “კამპ ნოუზე” ჩატარება თითქმის გამოირიცხა. ლა ლიგის ინიციატივა, თამაში ბარსელონას ნაცვლად მადრიდში გადაეტანათ, კლუბებმა დაიწუნეს. გავრცელებული ინფორმაციით, “ბარსელონაც” და “რეალიც” თამაშის სხვა დროს ჩატარებაზე თანახმანი არიან. გაიჟღერა სავარაუდო თარიღმაც – 18 დეკემბერი. ამ დღეს, ესპანეთის თასის პირველი ეტაპის მატჩები იმართება. იმის მიუხედავად, რომ “ბარსელონა” და “რეალი” გათამაშებაში ამ ეტაპიდან არ ერთვებიან, ხავიერ ტებასი “კლასიკოს” თასის თამაშებზე დამთხვევას მაინც ეწინააღმდეგება.
“კლასიკო” 18 დეკემბერს? ეს არ გამოვა, რადგან ამ დღეს თასის თამაშებია.” – ციტირებს ტებასის სიტყვებს Mundo Deportivo.




ხოდა ჩაატარეთ 26-ში ბერნაბეუზე მორჩა ბაზარი