ესპანეთის ეროვნული ნაკრებისა და მადრიდის “რეალის” მცველმა, სერხიო რამოსმა, 32–ე ტურის შემდეგ, გააკრიტიკა შეხვედრის მთავარი არბიტრი მუნის ფერნანდესი. მოგეხსენებათ შეხვედრა ფრედ 1:1 დასრულდა. ორივე მხარემ თერთმეტმეტრიანი გამოიყენა წარმატებით. ესპანელის თქმით, მსაჯი არ იყო დარწმუნებული საკუთარ გადაწყვეტილებებში.
“მსაჯი არც კი შეყოყმანდა ისე აჩვენა ალბიოლს წითელი ბარათი, როდესაც ვილია წააქცია, ხოლო ანალოგირად ნამდვილად არ მოიქცა დანი ალვესის შემთხვევაში, რომელმაც ვარდნაში წააქცია მარსელო. არბიტრი ძალიან დიდი სირთულით უძღვებოდა ამ მატჩს და არ იყო საკუთარ გადაწყვეტილებებში დარწმუნებული. რაც შეეხება მატჩს, ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლეთ, მიუხედავად იმისა, რომ 10 კაცით ვასპარეზობდით. “რეალი” უბრძოლველად არაფერს დაუთმობს “ბარსელონას”. დაასრულა სერხიო რამოსმა “ას”–თან ინტერვიუში.

