ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ტოდიბო: შეცვლა იმიტომ მოვითხოვე, რომ დავიღალე

ტოდიბო: შეცვლა იმიტომ მოვითხოვე, რომ დავიღალე

გუშინ, “სევილიას” წინააღმდეგ “ბარსელონას” ახალგაზრდა ცენტრალურმა მცველმა, ჟან-კლერ ტოდიბომ ითამაშა. მატჩის მიწურულს ფრანგმა მოედნიდან გასვლა მოითხოვა, თუმცა როგორც 19 წლის ფეხბურთელი ამბობს, ამის მიზეზი ტრავმა არ ყოფილია.

“დიდი ხანია, რაც მატჩი არ ჩამიტარებია, ამიტომ ძალიან დაღლილი ვიყავი.”

“დამწუხრებული ვარ იმის გამო, რომ ბოლო წუთებამდე ვერ ვითამაშე. შეცვლა მხოლოდ იმიტომ მოვითხოვე, რომ დავიღალე.”

“ძალიან მინდოდა ლა ლიგის მატჩში მონაწილეობის მიღება, რადგან ეს ამხანაგური თამაშებისგან განსხვავდება.” – ციტირებს ჟან-კლერ ტოდიბოს სიტყვებს Sport.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

კომენტარები (14)

  • InFiNiTe8
    schedule 08 ოქტ 2019, 07:19

    ვერ ხარ შვილო. ტიპი ისედაც ძლივს ცოტას თამაშობ და ისიც შენი ნებით გადიხარ. ეს ახალგაზრდა "ფრანგები" ცოტა ძაან ვერ არიან

  • king artthur
    schedule 07 ოქტ 2019, 22:46

    19 წლის ბიჭი რამ დაგღალა ლოლ :დდდ

  • რაღაცნაირი
    schedule 07 ოქტ 2019, 19:37

    ციტატა: Johan Cruyff 14

    ციტატა: რაღაცნაირი
    აუუუ აი ნახეთ ჩემი კომენტარი ეს რო გავიდა რა დავწერე დდდ

    მგონი ტოდიბო უბრალოდ დაიღალა და მაგიტო მოითხოვა გაყვანა

    ფსიქოლოგგგ


    შეიძლება ბევრმა არ დააკომენტარა მაგრამ გულშუ ყველამ ეგ გაიფიქრა ალბათ :დ


    რავი ბევრი წუწუნებდა ესეც დაიტრავმა ეიბართან ვინ უნდა დადგესო…

  • Johan Cruyff 14
    schedule 07 ოქტ 2019, 18:35

    ციტატა: რაღაცნაირი
    აუუუ აი ნახეთ ჩემი კომენტარი ეს რო გავიდა რა დავწერე დდდ

    მგონი ტოდიბო უბრალოდ დაიღალა და მაგიტო მოითხოვა გაყვანა

    ფსიქოლოგგგ


    შეიძლება ბევრმა არ დააკომენტარა მაგრამ გულშუ ყველამ ეგ გაიფიქრა ალბათ :დ

  • რაღაცნაირი
    schedule 07 ოქტ 2019, 16:28

    აუუუ აი ნახეთ ჩემი კომენტარი ეს რო გავიდა რა დავწერე დდდ

    მგონი ტოდიბო უბრალოდ დაიღალა და მაგიტო მოითხოვა გაყვანა

    ფსიქოლოგგგ

  • Don_Andresito
    schedule 07 ოქტ 2019, 16:23

    ციტატა: პავლოვიჩი56

    ციტატა: MTG8
    მღელვარებიდან გამოწვეული დაღლილობა იყო, რა დროსაც არასწორად სუნთქავ და არაუშავს, თორე ფიზ. მომზადება საკმაოდ კარგი აქვს.


    100%


    ფიზ მომზადება საიდან ექნება კარგი როცა ვალვერდეს ვარჯიშის სტილი სრული იდიოტიზმია? მარტო კვადრატები და სისულელეეები. საერთოდ არ აქვს კარგი ფიზ მომზადება თორე თითონ არის ფიზიკურად ძლიერი. სათამაშო პრაქტიკა საერთოდ არ აქვს და გამოჩნდა რამხელას ნიშნავს ეგ. გაწვა მოედანზე 70 წუთზე. როგორ გინდა ენდო თუნდაც ეიბართან სადაც არანაკლებ რთული თამაში იქნება, პატარა მოედანი და ეიბარის კონტრები. ისაა მთელი პრობლემა რო ვისაც სათამაშო პპრაქტიკა არ აქვს საერთოდ ვარდება ფორმიდან იმიტო რო ვალვერდესეული ვარჯიშები არაფერს ნიშნავს. უმტიტი ფეხბურთელს აღარ გავს. სხვებსაც იგივე მოუვათ ვისაც პრაქტიკა არ აქვს. 90 წუთიანი თამაშის ჩატარებას ვაფშე სხვა ენერგია და მომზადება უნდა რასაც ვალვერდეს ვარჯიშებით ვერ გამოიმუშავებ. ეგრე არაა უცებ დაგჭირდეს შეხვიდე მოედანზე და 90 წუთი ითამაშო როცა წინაპირობა არ გაქვს და მწვრთნელი უფაჩაკესი გყავს. თან ამხელაა სიმაღლით, 190 სმ ფეხბურთელებისთვის ის რო ფიზიკურად არ ემზადებიან ძალიან ცუდია. მაურინიო-სიმეონესეული ფიზიკური ვარჯიშები უნდა ამას და გახდება ტანკი. თუ არადა გაჩლუნგდება. თითონ თქვა ჩმორვერდემ ფიზიკური ვარჯიშები მკიდიაო ხოდა ფაქტიც სახეზეა

  • M10 S9 D11
    schedule 07 ოქტ 2019, 16:03

    კიდე კაი ტრამვის გამო არ შეგცვალეს ესეიგი ეიბართან ტოდიბო ლწნგლეს დუეტი იდგება ძალიან კარგი

  • dembelle
    schedule 07 ოქტ 2019, 15:51

    ოპააა ძაან ცუდიი დაავიწყდა ტიპს თამაში და ცუსიაა ფაქტიურად თავიდან იწყებს ბარსა ბ ში რომ ეთამაშა კაის იზავდაა პრაქტიკა ექნებოდა

  • nika 54
    schedule 07 ოქტ 2019, 15:49

    "დიდი ხანია, რაც მატჩი არ ჩამიტარებია, ამიტომ ძალიან დაღლილი ვიყავი."
    დალოცვილო, მატჩი არ ჩაგიტარების და რამ დაგღალა.

  • პავლოვიჩი56
    schedule 07 ოქტ 2019, 15:30

    ციტატა: MTG8
    მღელვარებიდან გამოწვეული დაღლილობა იყო, რა დროსაც არასწორად სუნთქავ და არაუშავს, თორე ფიზ. მომზადება საკმაოდ კარგი აქვს.


    100%

  • ini888
    schedule 07 ოქტ 2019, 15:22

    30 gadacilebulma fexburtelebma ragaunda tqvan

  • Albicelecte
    schedule 07 ოქტ 2019, 14:54

    ნუ ეგ კარგია, ლენგლესთან ერთად დადგება ცენტრში ეიბართან

  • B A R C A
    schedule 07 ოქტ 2019, 14:35

    ბატონოო?🤦‍♂️🤦‍♂️🤦‍♂️ ვალვერდეს ფორმაციის გუნდს სხვა ყველაფერთან ერთად ფიზიკური მომზადება რო აკლია, ეს ფაქტია!

  • MTG8
    schedule 07 ოქტ 2019, 14:33

    მღელვარებიდან გამოწვეული დაღლილობა იყო, რა დროსაც არასწორად სუნთქავ და არაუშავს, თორე ფიზ. მომზადება საკმაოდ კარგი აქვს.