workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
”ბარსელონა” უკვე მადრიდშია

”ბარსელონა” უკვე მადრიდშია

დაახლოებით 11 საათისთვის ”ბარსელონა” მადრიდისკენ გაემართა, სადაც დღეს ღამით ”რეალს” დაუპირისპირდება. კატალონიელთა კაპიტანი, კარლეს პუიოლი, რომელმაც გუშინ სამედიცინო შტაბისგან თამაშის უფლება მიიღო შეუერთდა გუნდს. ”სანტიაგო ბერნაბეუზე” გასამართი მატჩების წინ ყოველთვის დიდი აჟიოტაჟია. ეს გამოიხატება არა მხოლოდ გულშემატკივრების და პრესის წარმომადგენლების აქტიურობით, არამედ თავად ფეხბურთელებისაც. ტრავმირებულებმა, აბიდალმა და ბოიანმა ბარსელონაში დარჩენა არ ისურვეს და თანაკლუბელებთან ერთად გაემგზავრნენ მადრიდში. ასეთ მომენტებში კატალონიელები ძალიან მეგობრულები არიან.

კლუბის 17 დირექტორიდან მადრიდში 14 ჩაფრინდა, ასევე პრეზიდენტი სანდრო როსელი და გენერალური დირექტორი ანტონი როსიკი. ”ელ პრატის” აეროპორტში, როდესაც როსელმა პუიოლი დაინახა თბილად შეხვდა და გადაეხვია კაპიტანს. ”ძალიანბედნიერივარ, რომპუიოლიკვლავჩვენთანერთადიმყოფება” – განაცხადა როსელმა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში