ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
დე იონგის აგენტი: როცა ფრენკიმ კონტრაქტს ხელი მოაწერა, პეპ სეგურამ იტირა

დე იონგის აგენტი: როცა ფრენკიმ კონტრაქტს ხელი მოაწერა, პეპ სეგურამ იტირა

“ბარსელონას” ახალგაზრდა ნახევარმცველის, ფრენკი დე იონგის აგენტმა განაცხადა, რომ კატალონიური კლუბის სპორტულ დეპარტამენტში უზარმაზარი ზეწოლაა.

“ფრენკის გამო “ბარსელონას” სპორტულ დეპარტამენტში უზარმაზარი ზეწოლა იყო. მათ თავის დაზღვევა სურდათ.”

“ასეთი რამ არასდროს მინახავს. როცა შეთანხმებას მივაღწიეთ და კონტრაქტს ხელი მოვაწერეთ, სპორტული განყოფილების წევრებმა ამოისუნთქეს. პეპ სეგურამ (“ბარსელონას” ყოფილი სპორტული დირექტორი) კი ტირილი დაიწყო.”

“როცა ეს დავინახე, ცრემლი მეც მომადგა. მე კი ძალიან იშვიათად ვტირი. ამის შემდეგ ერთმანეთს ჩავეხუტეთ, შამპანური მივირთვით და ყველანი ერთად ძალიან კარგ რესტორანში წავედით. ყველაფრის ფული “ბარსელონამ” გადაიხადა. ესპანეთის საუკეთესო ღვინო დავლიეთ, შესანიშნავი ხორცის ნაჭერიც მივირთვით. ყველანი ვიცინოდით.” – ციტირებს ფრენკი დე იონგის აგენტის სიტყვებს Goal.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

კომენტარები (5)

  • Hessi
    schedule 01 ოქტ 2019, 01:34

    ვალვერდეს როცა გაათავისუფლებენ ბარსას ფანკლუბში ავღნიშნოთ მართლა :დ

  • ლა ლიგა
    schedule 30 სექ 2019, 22:30

    როდესაც კაზემირო ვანდა მეტროპოლიტანოზე ატლეტიკოს ეთამაშებოდა, ბრაზილიელის სახლი გაძარცვეს, თანაც იმ დროს, როდესაც იქ მისი ცოლი და შვილი იმყოფებოდნენ.

    საბედნიეროდ, ცოლიც და შვილიც ამჟამად კარგად იმყოფებიან, თუმცა მძარაცველებმა ძვირადღირებული ნივთების წაღება მაინც მოასწრეს.

    ფეხბურთელების სახლების გაძარცვა, როდესაც ისინი სახლში არ არიან, ძალიან გახშირდა.

    მადრიდის რეალმა ფეხბურთელები გააფრთხილა, რომ, უსაფრთხოების მიზნით, მოერიდნონ სახლის სურათების სოცლაურ ქსელებში გამოქვეყნებას.

  • Mx666
    schedule 30 სექ 2019, 17:22

    სუას მერე ფრენკის ტრანსფერი საუკეთესოა ჩემთვის და დიდი იმედიმაქვს ესე გააგრძელებს როგორც მინიმუმ

  • rijkaard
    schedule 30 სექ 2019, 16:54

    ჩვენ ვალვერდე რო გასრიალდება გუნდიდამ მერე მოგვადგება სიხარულის ცრემლები და ავღნიშნოთ აუცილებლად :დ

  • M10 S9 D11
    schedule 30 სექ 2019, 16:13

    აუ რა იყო დე იონგის კონტრაქტზე მოაწერეს ხელი თუ კატალონიის დამოუკიდებლობის დეკლარაციაზე