ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
დე იონგი: თუ ცუდად ვთამაშობ, ჩემი ბრალია და არა პოზიციის

დე იონგი: თუ ცუდად ვთამაშობ, ჩემი ბრალია და არა პოზიციის

ფრენკი დე იონგი “აიაქსში” საყრდენი ნახევარმცველის პოზიციაზე თამაშობდა, თუმცა მას შემდეგ, რაც ჰოლანდიელი “ბარსელონაში” გადმოვიდა, ერნესტო ვალვერდე 22 წლის მოთამაშეს მისთვის უჩვეულო პოზიციაზე იყენებს. ამაზე კომენტარი თავად ფეხბურთელმა გააკეთა.

“ეს მარტივი პოზიციაა და შემდეგ მატჩებში უკეთესად ვითამაშებ. ადაპტაცია უნდა გავიარო. საფეხბურთო საკითხებზე ვალვერდეს უკვე ვესაუბრე, ვიდეოებსაც ვუყურეთ. მწვრთნელმა არ უნდა მკითხოს, სად მინდა თამაში. ეს მან უნდა გადაწყვიტოს.”

“აიაქსსა” და ჰოლანდიის ნაკრებში ცენტრში ვთამაშობდი, მაგრამ ეს შემთხვევები ერთმანეთისგან განსხვავდება, რადგან ჩვენ ორ საყრდენ ნახევარმცველს ვიყენებდით.”

“ბეტისისა” და “ოსასუნას” წინააღმდეგ ცენტრიდან მოშორებით ვითამაშე და თუ ეს არ გამომივიდა, ჩემი ბრალია. ხალხი ჩემს პოზიციაზე კამათობს, ეს სიგიჟეა.”

“ყოველთვის ნახევარმცველად ვთამაშობდი. ეს პოზიცია მომწონს, რადგან ბურთს ხშირად ეხები, ხოლო თუ ბურთს ხშირად ეხები, თამაშს აკონტროლებ.”

“ამ პოზიციაზე მთელი ცხოვრებაა ვთამაშობ, თუმცა ერთხელ თავდამსხმელადაც მითამაშია.”

“ასევე, “აიაქსში”, სამი წლის წინ, დაცვაში ვთამაშობდი, თუმცა მინდა ნახევარმცველი ვიყო.” – ციტირებს ფრენკი დე იონგის სიტყვებს El Periodico.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

კომენტარები (6)

  • Andres_Iniesta
    schedule 21 სექ 2019, 22:51

    აუ ძაან მოტივირებულია და შეცდომებს მის გავზე იღებს.
    ყოჩაღ

    კარგ ტრენერთან რაღაც საოცრებებს იზავს

  • Gnidius
    schedule 21 სექ 2019, 20:18

    მაგარი ბიჭია მარა ეს არტური ვაფშე კლასნია ესეთი ტრანსფერები საღოლ. ეხლა ვნახე საიტზე რობერტოა სასტავში ჩემი.

  • buxo
    schedule 21 სექ 2019, 20:16

    კაიხარ და უკეთესი უნდაგახდე, და ამისთვის ყველაფერიგაქ არტურასთანერთად დედის მფატრავიდუეტი უნდა შექმნა.

  • Kakiashvili
    schedule 21 სექ 2019, 20:04

    Koum sadebiuto gaitana da + pasic 🥰

  • CuLe ♥
    schedule 21 სექ 2019, 19:50

    ეს ბიჭი არის ბარსელონასთვის დაბადებული! 💙♥️

  • ana anukii
    schedule 21 სექ 2019, 19:48

    ეს გაჩუმდეს თორე ვალვერდე მარცხენა მცველად დააყენებს 😂😂😂