ხუან სებასტიან ვერონი ის ფეხბურთელია, რომელსაც შესაძლებლობა ჰქონდა ეროვნულ ნაკრებში არგენტინული ფეხბურთის ორ ლეგენდასთან, დიეგო მარადონასა და ლიონელ მესისთან ერთად ეთამაშა. მისი აზრით, შეუძლებელია განსაზღვრო, თუ რომელია უკეთესი.
“ეს ძალზედ რთული და კომპლექსურია. ზოგი უპირატესობას მარადონას ანიჭებს, რადგან მან მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო. ვისაც დიეგოს თამაში არ უნახავს, მათთვის მესია უკეთესი. მე კი ვფიქრობ, რომ მსგავსი შედარებები უსამართლოა. ასეთი დისკუსიები არაფრის მომცემი, უსარგებლოა.”
“თავის დროზე, მარადონამ შექმნა ერა, მესი კი დღესდღეობით ქმნის საკუთარ ერას. ორ პერსონალურად განსხვავებულ ადამიანს განსხვავებული სათამაშო სტილი აქვს. ჭეშმარიტად ისინი ისტორიული ფეხბურთელები არიან და ჩვენ ბედნიერი უნდა ვიყოთ, რომ არგენტინას მსგავსი მოთამაშეები ჰყავს.” – ციტირებს ვერონის სიტყვებს Goal.




პელეზე ცუდად ნუ იბაზრებთ მაშინდელი ფეხბურთით საუკეთესო იყო, ეგ ერ უნდა დაუკარგო
გეტყობა რო არგენტინაზე ბევრი არაფერი იცი, “მარადონა არა კვახი” კიარა მარადონა არაფრით ნაკლები არაა მესიზე, ეგ ორი არიან ყველა დროის საუკეთესო 2 მოთამაშე, და მერე მოდიან სხვები
მესიმ რო მარადონას დიდი ხანია ჩაუქროლა რათ უნდა მაგას ბევრი ლაპარაკი მარადონა არა კვახი პელე ხო საერთოდ პრახადნოი დვორი ფეხბურთის მეფე ეზოში აღარ თამაშობენ მასეთ ფეხბურთს პელეს დროს რო იყო
მარადონა რო უზარმაზარი ფეხბურთელია ეს ყველამ იცის მაგრამ ბურთთან ურთიერთობაში პასებში დარტყმაში და თამაშის წაყვანაში ჩემთვის მესი მარადონას ბევრად აღემატება მაგრამ ეს ჩემი პირადი აზრია და არ ვიძახი რომ ყველა ასე უნდა ფიქრობდეს ყველას აქვს თავისი გემოვნება ჩემთვის მესი ფეხბურთელია რომლის მზგავსი არც მინახავს და ალბათ მისი ტალანტის ფეხბურთელს ვეღარ იხილავს დიდი ფეხბურთი.