workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
მასკერანო ცენტრალური მცველის პოზიციაზე

მასკერანო ცენტრალური მცველის პოზიციაზე

20 აპრილს ”მესტალიაზე” გაიმართება ესპანეთის თასის ფინალი, სადაც ერთმანეთს კატალონიის ”ბარსელონა” და მადრიდის ”რეალი” დაუპირისპირდებიან. პუიოლისა და აბიდალის ტრავმების გამო აქტიურად მიმდინარეობს პიკეს მეწყვილედ მასკერანოს თამაშის განხილვა.

სამშაბათს, ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მეოთხედ-ფინალურ მატჩში, რომელიც ”ბარსელონამ” სტუმრად დონეცკში გამართა, ხავიერ მასკერანო ცენტრალური მცველის პოზიციაზე მოგვევლინა. უნდა აღინიშნოს, რომ არგენტინელმა ფეხბურთელმა დაკისრებული დავალება წარმატებით შეასრულა. შესაბამისად, გამორიცხული არაა, რომ ”მესტალიაზე” მასკერანო კვლავ ცენტრალური მცველის პოზიციაზე ვიხილოთ.

პუიოლისა და აბიდალის არ ყოფნის პერიოდში პეპ გვარდიოლამ რამდენჯერმე სერხიო ბუსკეტსი დააყენა ცენტრალურ მცველად. უდავოა, რომ ”ბუსი” ერთ-ერთი საუკეთესო ჩამშლელია, მაგრამ ცენტრალური მცველის პოზიციაზე თამაშისას მან რამდენიმე საგულისხმო შეცდომა დაუშვა. თავის მხრივ კი მასკერანომ შესანიშნავად შეითავსა პიკეს მეწყვილის როლი და ამ მხრივ ბუსკეტს თავისთვის ჩვეულ პოზიციაზე, ცენტრში თამაშის საშუალება მისცა.

მასკერანოს თამაშმა ”შახტარის” წინააღმდეგ იმდენად კარგი შთაბეჭდილება მოახდინა პეპზე, რომ მწვრთნელმა უკვე მიიღო გადაწყვეტილება ”მესტალიაზე” არგენტინელი ფეხბურთელი ცენტრალურ მცველად დააყენოს. აღსანიშნავია ისიც, რომ მასკერანო ესპანეთის თასის ფინალს დასვენებული შეხვდება, ვინაიდან დისკვალიფიკაციის გამო ის უახლოეს ”კლასიკოს” ტოვებს.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward