“ბარსას” ჩემპიონთა ლიგის ყველა მოწინააღმდეგემ გაიმარჯვა

“ბარსას” ჩემპიონთა ლიგის ყველა მოწინააღმდეგემ გაიმარჯვა

ხვალ ჩემპიონთა ლიგა იწყება. “ბარსელონას” ჯგუფში “დორტმუნდი”, “ინტერი” და პრაღის “სლავია” მოხვდა. აღსანიშნავია, რომ გასულ უქმეებზე, შიდა ასპარეზზე, სამივე გუნდმა მშრალად მოიგო.

“დორტმუნდი” მოგებით დაბრუნდა (4-0)

გერმანულმა გუნდმა, “ბარსას” პირველმა მოწინააღმდეგემ ჩემპიონთა ლიგაზე, ბუნდესლიგაში, მესამე მოგება მიითვალა. “დორტმუნდმა” “ბაიერს” ანგარიშით 4-0 სძლია. “სიგნალ იდუნა პარკზე” პირველი გოლი პაკო ალკასერმა გაიტანა, მარკო როისმა დუბლი გაიფორმა, ხოლო 1 გოლი ანგარიშზე რაფაელ გერეირომ ჩაიწერა. სამშაბათს, 17 სექტემბერს “ბლაუგრანა” გერმანიაში გაემგზავრება, რათა ლუსიენ ფავრის გუნდს 2019/2020 წლის ჯგუფურ ეტაპზე დაუპირისპირდეს.

“ინტერი” მოგებას განაგრძობს (1-0)

სენსის წარმოუდგენელი გოლით “ინტერმა” კვლავ იმარჯვა და სერია A-ს სათავეში ერთპიროვნულად მოექცა. ანტონიო კონტეს შეგირდებმა ჩემპიონატის სამი თამაში ითამაშეს და მათგან ყველა მოიგეს: პირველი “ლეჩეს” წინააღმდეგ, ანგარიშით 4-0; მეორე “კალიარისთან”, 2-1 და 1-0 “უდინეზეს” წინააღმდეგ. ჯგუფურ ეტაპზე მათი პირველი შეხვედრა “ბარსასთან” 20 ოქტომბერს გაიმართება.

“სლავია პრაღა” წაუგებელი ლიდერია (3-0)

ჩემპიონთა ლიგის მესამე მეტოქემ ჩეხეთის ჩემპიონატის მეცხრე ტურში მოიგო. ჰაშბაუერის, კუფალისა და პროვოდის გოლებით გუნდმა 3-0 იმარჯვა და მეშვიდე მოგება მიითვალა. 9 თამაშიდან, 2 ფრედ დასრულდა და 23 ქულით ისინი ლიდერები არიან.

არ გამოტოვო მთავარი სიახლეები!

გამოიწერე BarcaMania-ს ოფიციალური არხი Telegram-ზე.

გამოწერა