“ბარსელონა” “დორტმუნდს” სამშაბათს დაუპირისპირდება. პაკო ალკასერმა კი, წინა წლის მოვლენები გაიხსენა და გაამხილა “კამპ ნოუდან” წასვლის მიზეზი, რის შემდეგაც გერმანულ კლუბს შეურთდა.
ესპანელი ფეხბურთელი აცხადებს, რომ “კამპ ნოუზე” ბერვნი მას შეუფერებლად ექცეოდნენ.
“მე პატივს ვცემ ბევრ ადამიანს და კოლეგას, რადგან ბევრი მათგანი კარგად მექცეოდა, ხოლო დანარჩენი ძალიან ცუდად,” – განუცხადა მან Que T’hi Jugues-ს.
“ფეხბურთელები და ფანები კარგები იყვნენ, თუმცა სხვები შეუფერებლები.”
“ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო მენახა, რომ ისინი მენდობოდნენ, მაგრამ ბევრი ამას არ ცდილობდა.”
პაკო ალკასერმა ასევე აღნიშნა, რომ მისთვის ლუის სუარესთან კონკურენცია შემტევის პოზიციაზე ძალიან რთული იყო.
“მე ბედნიერი უნდა ვიყო იმ წუთებით, რომლებიც იქ სათამაშოდ გამოვიყენე,” – დაამატა მან.
“სათამაშოდ ყველაფერს ვაკეთებდი, მაგრამ საბოლოოდ ყველაფერს მაინც მწვრთნელი წყვეტს.”
“ლუის სუარესთან კონკურენცია ძალიან რთული იყო.”
“ბარსელონას” ლა ლიგის პირველ თამაშებში უჭირდა, თუმცა 26 წლის ფეხბურთელი დარწმუნებულია, რომ გუნდი დაბრუნდება.
“მათ რთული სტარტი ჰქონდათ სეზონის დასაწყისში,” – აღნიშნა მან.
“მათ ამ ყველაფერზე კარგი რეაქცია ექნებათ, რადგან კარგი ფეხბურთელები ჰყავთ.”
მან ასევე თქვა, რომ გადაწყვეტს აღნიშნოს თუ არა გოლი იმ შემთხვევაში თუ ჩემპიონთა ლიგის მატჩში გაიტანს.

დაფრინავს ეს შობელძაღლი დორტმუნდში ბარსაში რა ჯანდაბა ეტაკა მკვდარი სული რო იყო
😂😂😂😂😂😂😂😂😂😂😂 თან უინტელექტოს აქეთ რომ გიწოდებენ ყველაზე ღადაობა ეგარის😂😂😂😂😂
დედას ფიცივარ მაქ ფეხბურთზე საბაზროთ ასი წელი არ შევალ, უფრო ნერვის მოშლაა და სხვა არაფერი. ვერაფერს შეაგნებინებ მაქ, ერთი როა განსაკუთრებით. მაგის მიზანი რაარი ვიცოდე, ზიზღი და ცინიკოსობაა მაგის ჰობი და ხალხის გინება ფეხბურთის გამო, დასანგრევია ეგ არაკაცი. წლებია ეგ მასე იქცევა და უნდა მიიღოს.
ბენზემა ჯობიაო ხო სუარესს? ამ ჰალამადრიდის ფუნქცია არ იცვლება, დრო გადის და ფეხბურთის ცოდნის დონე იგივე რჩება ისევ დდდ
არ მიყვარს ასეთი ჭორაობა, კაცი ხო ხარ შე ჩემისა, ან თქვი ვინ გიშლიდა(იმედია მესი არ იქნება), ან კიდევ გაჩუმდი რას იპაზორებ თავს. ჩვენ რა ვიფიქროთ, ვიზე გავბრაზდეთ? მესიზე თუ სუარესზე? თუ ვალვერდეზე ან ბართომეოზე?