ფრენკი დე იონგის სტარტი არცთუ შთამბჭედავი იყო, რაც შეიძლება იმით აიხსნას, რომ ერნესტო ვალვერდემ იგი 3 სხვადასხვა პოზიციაზე გამოსცადა. “ბლაუგრანას” ლეგენდას, ჩავის კი სჯერა, რომ 22 წლის ფეხბურთელი სირთულეების მიუხედავად, წარმატებას მაინც მიაღწევს.
“ის ფეხბურთელია, რომელსაც “ბარსელონაში” ეპოქის შექმნა შეუძლია. მას აქვს ყველაფერი, რათა თამაშში დომინანტი იყოს. ის ყველაფერს მარტივად ხედავს და არ კარგავს ბურთს. მას ასევე დაცვითი სამუშაოს შესრულებაც შეუძლია. იგი ტოპ-კლასის ფეხბურთელია და “ბარსასთვის” ნამდვილად კარგი შენაძენია.” – თქვა ექს-ნახევარმცველმა, რომლის სიტყვებსაც talkSport ციტირებს.
შეგახსენებთ, რომ დე იონგმა “ატლეტიკთან” მატჩში საყრდენის პოზიციაზე ითამაშა. “რეალ ბეტისთან” იგი მარცხენა ნახევარმცველი იყო, ხოლო “ოსასუნასთან” შემტევი ნახევარმცველი. ჯერ კიდევ უცნობია, თუ რა პოზიციაზე ითამაშებს იგი “ვალენსიასთან”.
გერმანიის წინააღმდეგ, სანაკრებო პაუზის დროს იგი საუკეთესო ფორმაში იყო:
7.7 ბალი SofaScore-ის შეფასებით
1 გოლი
66 პასი (93%-იანი სიზუსტით)
2 საკვანძო პასუ
2 წარმატებული დრიბლინგი

ხო ოღონდ გარემარბად ვერ თამაშობს მსოფლიო ხვდება ამას ერთი ადამიანის გარდა
ვალვერდეს ხელში დაივიწყოს დე იონგმა ეპოქა
ხოდა მალე მოდი რო დაიწყოს მაგ ეპოშის შექმნა.
რაც უფრო დიდ დროს გაატარებს ვალვერდესთან მით უფრო უკან წავა
შეყგდო სოსიედადმა
კაია.
დაკარგონ ატლენ და ჩვენ მოვიგოთ ნეტა
ეხა წესით დაკარგავენ ქულებს, რთული კალენდარი აქვს.
+ლიგა იუვესთან. შარშანდელი ბოღმა სიმიონეში
ეპოქა შეუძლია შექმნას მარა არა ვალვერდეს ხელმძღვანელობით 🙂 სამწუხაროდ