13 სექტემბერი “ბარსელონას” ისტორიაში სასიამოვნო ევროპულ მოგონებასთან ასოცირდება.
ზუსტად 19 წლის წინ, “კამპ ნოუზე” გამართული შეხვედრის 74-ე წუთზე პატრიკ კლუივერტმა ინგლისური “ლიდს იუნაიტედის” კარი აიღო. ეს იყო “ბარსელონას” მიერ ჩემპიონთა ლიგაზე გატანილი რიგით მე-2000 გოლი. ათი წუთის შემდეგ ჰოლანდიელმა კვლავ გაიტანა და საბოლოო ანგარიში, 4:0 დააფიქსირა.
