“ბარსელონას”, “რეალის”, ინგლისური “ჩელსისა” და იტალიური “ინტერის” კამერუნიელმა ექს-ფეხბურთელმა ჟოზე მოურინიო შეაქო.
“დავიღალე იმის მტკიცებით, რომ ჟოზე მოურინიო ფეხბურთის სამყაროში ერთ-ერთი საუკეთესოა.” – ციტირებს Mundo Deportivo.
“მე კარიერა დავასრულე და პირველი ადამიანი, რომელმაც მესიჯი მომწერა, ეს მოურინიო იყო.”
“მოურინიო პატივისცემას იმსახურებს. ჩვენ მისთვის ვიბრძოდით. ჩვენ მზად ვიყავით მისთვის მოგვეკლა.”
კამერუნიელმა აღნიშნა, რომ მისი ხილვა “ბარსაში” გაუხარდებოდა და იხუმრა “მალიორკას” შესახებ:
“კარგი იქნებოდა, თუკი მოურუნიო “ბარსელონაში” დაბრუნდებოდა. მას მინდა ვთხოვო, რომ “მალიორკა” გაწვრთნას. მას მოეწონებოდა, რადგან ესპანათში “მალიორკა” საუკეთესო ქალაქია, მაგრამ უფრო მეტად მისი ხილვა “ბარსაში” მსურს.” – თქვა ეტო’ომ.
ასევე მან გაიხსენა ის დრო, როდესაც “ბარსელონაში თამაშობდა და “ჩელსის” წინააღმდეგ უნდა გამოსულიყვნენ:
“დუელი არა მოთამაშეებს შორის, არამედ მოურუინიოს წინააღმდეგ იყო, რამაც ჩვენ უფრო დიდი მოტივაცია მოგვცა.”
კამერუნელმა ფეხბურთელმა მისი აზრი გამოთქვა ლა ლიგის ყველაზე სწრაფ ფეხბურთელზე:
“ფენომენი”, რადგან იგი ბურთით ძალიან სწრაფი იყო. ასევე ჟიულიც. შემდეგ მოდის მესი, რომელიც ბურთთან ერთად ისეთ რაღაცებს აკეთებს, რაც ცოტას თუ შეუძლია.”
ეტო’ომ ლა ლიგის სტარტიც შეაფასა:
“მოცდა მოგვიწევს. “ბარსელონა” ჯერ არ დაწყებულა, რადგან არ დაუწყია მესის.”




თავის დროზე ჯერ ვან გაალის თარჯიმანი იყო ბარსაში და შემდეგ ასისტენტი.ისე სანამ გვარდიოლა დაინიშნებოდა ჟოზეს ვარიანტიც იყო,მაგრამ ბარსელონას ხელმძღვანელობამ ხოსეპი არჩია,რამაც ბარსელონას ისტორია სრულიად შეცვალა,მაგრამ საინტერესო იქნებოდა ასეთ შედეგს დადებდა თუ არა თავის დროზე ჟოზე.
ჟოზე არაა ბარსას სტილი ,ვალვერდესგან დიდად არ განსხვავდება . ჩვენ გვჭირდება გვარდიოლა სასწრაფოდ სანამ დაიღუპა გუნდი მთლად