ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ბარსა” მესის ინტერვიუთი კმაყოფილია

“ბარსა” მესის ინტერვიუთი კმაყოფილია

Sport-მა მესის ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაწერა, სადაც მან ბევრი მნიშვნელოვანი განცხადება გააკეთა. მაგალითისთვის, კაპიტანმა თქვა, რომ იგი დარწმუნებული არაა, გააკეთა თუ არა კლუბმა ყველაფერი, რათა ნეიმარი “პარი სენ-ჟერმენიდან” “ბარსელონაში დაებრუნებინათ. მიუხედავად კომენტარებისა, კლუბს ინტერვიუ მოეწონა:

“ნორმალური ინტერვიუ იყო,” – ციტირებს ჟორდი ვივესის სიტყვებს Marca.

“ის ყველაფერს სუფთად აკეთებს, ჩვენ გაოცებულები ვართ, თუ როგორ გამოხატა მან ყველაფერი. კლუბსა და მას შორის პრობლემა არ არსებობს. მან ბევრი საინტერესო განცხადება გააკეთა.”

“მესიმ ნეიმარზე თქვა, რომ დარწმუნებული არაა, კლუბმა გააკეთა ყველაფერი თუ არა მის მოსაყვანად, რადგან ის მოლაპარაკებებში მონაწილეობას არ იღებდა. მან ასევე აღნიშნა, რომ პსჟ-მ ეს პროცესი გაართულა.”

“რეალობა კი ისაა, რომ კლუბმა ყველაფერი გააკეთა, როგორც პრეზიდენტმა ბართომეუმ განაცხადა. ბოლოს ჩვენ მის შესაძენად უძლურები ვიყავით.”

ცოტა ხნის წინ, პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მესის ნებისმიერ სეზონში, 30 ივნისს წასვლა შეუძლია, თუმცა “ბარსას” სამხრეთ ამერიკელის დაკარგვის არ ეშინია.

“ლეო “ბარსელონას” მაისურში, როგორც გუნდის წევრი, ისე საუბრობს,” – დაამატა ვივესმა.

“ყველა იცის, თუ რას გამოხატავს იგი. ის ამბიციურია და მიუხედავად იმისა, რაც მან მოიგო, კიდევ უფრო მეტის მოგება სურს.”

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

კომენტარები (1)

  • KING_BARCA
    schedule 13 სექ 2019, 12:32

    ცივი წყალი დალიეთ რამე თუ არ მოგრწონებათ მესისგან…. თქვენი ხროვა უნდა ამოწვას კცმა და დაგაყოლოთ ვალვერდეც…. საზიზღრობად აქციეთ ამხელა კლუბი, ყურება აღარ მინდა თამაშების… ხთფუი…