“ბარსელონა” ირანელი გულშემატკივრის გარდაცვალების ამბავს გამოეხმაურა.
“კლუბი საჰარ ხოდაიარის სიკვდილით დამწუხრებულია, დაე, მან მშვიდად განისვენოს. ფეხბურთი საერთო თამაშია – ის ეკუთვნის, როგორც კაცებს, ასევე ქალებს. თითოეულ ჩვენგანს უნდა ჰქონდეს სტადიონზე მისვლისა და საყვარელი სპორტით სიამოვნების მიღების უფლება.”-წერია კლუბის ოფიციალურ Twitter-ზე.
ირანელ ქალებს კაცთა საფეხბურთო შეხვედრაზე დასწრება ეკრძალებათ. მარტის თვეში საჰარი, ასევე ცნობილი, როგორც “ცისფერი გოგონა”, სტადიონ “აზადიზე” “ესტეგლიალის” თამაშის საყურებლად მამაკაცივით გამოწყობილი მიდიოდა, რის გამოც, ის პოლიციამ დააკავა. სასამართლო სხდომის შედეგად ხოდაიარიმ გაიგო, რომ მას 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ელოდა.
ამის შემდეგ, ირანელმა ქომაგმა სასამართლოს შენობის წინ თავი დაიწვა.

ფეხბურთის კომპანიებმა კი არა სხვა ბომბა კომპანიებმაც რო იგივე ქნან, მსოფლიო და ზოგადად მუსლიმური ქვეყნნები შეიცვლება.