ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
რივალდო: “ბარსელონას” მესი ძალიან აკლია

რივალდო: “ბარსელონას” მესი ძალიან აკლია

ლეგენდარული ბრაზილიელი ფეხბურთელი, რივალდო, “ბარსელონას” ლა ლიგის მეოთხე ტურის მატჩის წინ რამდენიმე საკითხზე კომენტარს აკეთებს. 

“სანაკრებო პაუზის შემდეგ დაბრუნება ყოველთვის ძნელია და “ბარსასთვის” იოლ მატჩს არ ველი. თანაც, “ვალენსიასთან” თამაში მარტივი არასდროს არის. 

“ბარსას” მეტოქეებსაც რთული კალენდარი აქვთ, “რეალი” და “ატლეტიკო” ერთმანეთს შეხვდებიან და ჩემპიონთა ლიგაზეც ითამაშებენ. ზიდანის გუნდთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები ჯერ კიდევ არსებობს.

ფრენკი დე იონგი ჩვენს მოლოდინებს ამართლებს. ის ახალ კლუბს და ქვეყანას ეჩვევა და ამტკიცებს, რომ “ბარსელონასთვის” კარგი შენაძენია. დარწმუნებული ვარ, მას დიდი მომავალი აქვს.

გუნდს მესი ძალიან აკლია. მოედანზე, ის ყოველთვის რაღაც ჯადოსნურს, განსაკუთრებულს ქმნის და მისი შემართება სხვა ფეხბურთელებსაც გადაედებათ, რაც საბოლოო შედეგზე კარგად მოქმედებს”. – ციტირებს რივალდოს სიტყვებს Marca. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

კომენტარები (2)

  • grafi
    schedule 11 სექ 2019, 23:53

    სატრანსფერო საკიტხი დაიხურე უკვე დავიწყებთ უკეთ ათამაშებას, აშკარად მოქმედებს ფეხბურთელებზე ეს პერიოდი და ვაბსე როგორც ინგლისშია ხო შეიპზება ჩემპიონატის დაწყებდა დაიხურეს ეს სატრანსფერო პერიოდი,უნდა გავასაჩივრო რა დდდდ

  • Gaucho86
    schedule 11 სექ 2019, 23:35

    ეჰ შენ და ეგ ღიმილა კაცი უფრო გვაკლიხართ <3