ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
კარდონერი: მესი მაშინ დატოვებს გუნდს, როცა ამას საჭიროდ ჩათვლის

კარდონერი: მესი მაშინ დატოვებს გუნდს, როცა ამას საჭიროდ ჩათვლის

“ბარსელონას” ვიცე-პრეზიდენტმა, ჟორდი კარდონერმა განიხილა წინა კვირის აღმოჩენა, რომელიც მდგომარეობს იმაში, რომ ლიონელ მესის კონტრაქტში არის პუნქტი, რომელიც მას საშუალებას მისცემს კატალონიური კლუბი, მომავალ ზაფხულს უფასოდ დატოვოს. ის აღნიშნავს, რომ არგენტინელს სტატუსი აძლევს იმის საშუალებას, რომ საკუთარი მომავალი თვითონ გადაწყვიტოს.

“ბარსელონას” ბევრმა გულშემატკივარმა ნერვიულობა დაიწყო საკუთარი ვარსკვლავის წასვლის პერსპექტივაზე, თუმცა კარდონერი დარწმუნებულია, რომ “კამპ ნოუზე” ეს სიტუაცია ყველას არ ადარდებს.

“ჩვენ მშვიდად ვართ, ყველაფერი პოზიტიურუდაა, განსაკუთრებით გასახდელში,” – ციტირებს კარდონერის სიტყვებს Marca.

“ლეო გააკეთებს იმას, რაც საჭიროა, მაგრამ მისი კონტრაქტი ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ის არის ის, ვინც არის.”

“ეს არის ის დათმობა, რომელზეც მივდივართ იმ ფეხბურთელებთან, რომლებიც ამას იმსახურებენ.”

“მას გუნდში წასვლა და მოსვლა შეუძლია მაშინ, როცა ამას საჭროდ ჩათვლის.”

“მე ვისურვებდი, რომ იგი დარჩეს იმდენ ხანს, რამდენ ხანსაც ჩვენს გუნდში თამაში სურს.”

“ბარსელონა” ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის ბოლოს ნეიმარის საგით გატაცებული იყო. კარდონერმა გვაცნობა, რომ “ბარსელონა” “პარი სენ-ჟერმენის” ფორვარდს შეიძლება დაუბრუნდეს.

“ის აქ ბედნიერი იყო,” – აღნიშნა მან.

“ყველა თუ არა, მაშინ უმრავლესობა აქ ბედნიერია.”

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

კომენტარები (3)

  • marco reus 11
    schedule 12 სექ 2019, 14:57

    და ტრავმა როდის მოურჩება, ვინმე გვეტყვის? როცა საჭიროდ ჩათვლის??

  • Msn91011
    schedule 12 სექ 2019, 14:50

    მესიმ დააზუსტა რომ ვალენსიასთან არ იქნება და ასევე თქვა რო ჯერ კიდე დრო ჭირდება ოღონდ რამდენი კაცმა არიცის

  • MESSI-N1 4ever
    schedule 12 სექ 2019, 14:29

    სასტავ, მაინტერესებს ლოგო შეიცვალა საბოლოოდ? ანუ ფ.კ.ბ. აღარ აწერია (და მცირე დიზაინის ცვლილება) თუ იგივე დარჩა?