“იუვენტუსის” ნახევარმცველი, ბერნარდესკი იტალიის დატოვებას უახლოვდება. Calciomercato-ს ინფორმაციით, ფედერიკო ზაფხულში “ბარსელონაში” გადასვლასთან ახლოს იყო, მაგრამ ტრანსფერი ჩაიშალა.
25 წლის ფეხბურთელის შრომის მიუხედავად, ის მაურისიო სარის მიერ მეოთხე ვარიანტადაა აღქმული. ბერნარდესკი დუგლას კოშტასთან, გონსალო იგუაინსა და კრიშტიანუ რონალდუსთან კონკურენციაში მარცხდება.
მიდმინარე სეზონში იტალიის ჩემპიონატში მან მხოლოდ 1 შეხვედრა ჩაატარა. თუ ფედერიკო სარის თავის შესაძლებლობებში ვერ დაარწმუნებს, ის ზამთარში “ბებერ ქალბატონს” დატოვებს.

ბერნარდესკი რაშუაშია რაკიტიჩთან?:დდ ბენტანკურში გერევა :დდ
25 საა და 35 წლისას რატოგავს ;დ
ეს რა მაგარია იმედია მოვა
აუ რა გლიჯაოია ბენტა მოსაყვანია აუცილებლადდ რაკიტიჩს აჯობებს დარწმუნებულვარრ ნუ საუკეთესო ფორმაში მყოფს ვერაფერსაც ვერ უზავს მაგრამ ვერა და ვერ დაიბრუნა ფორმა თან დაბერდა რაკეტა გასაშვებიააა