ვიგოს “სელტას” პრეზიდენტი, კარლოს მოურინო ადასტურებს, რომ რაფინიას იჯარის დასრულების შემდეგ მის კლუბს ფეხბურთელის გამოსყიდვის უფლება ექნება და ამის განხორციელება მისი სურვილია.
“ამის შესაძლებლობა ყოველთვის არის. იმ შემთხვევაში თუ კლუბი და ფეხბურთელი შეთანხმდებიან, ეს მოხდება”. – ამბობს მოურინო.
რაფინია “სელტაში” “ბარსადან” იჯარით სატრანსფერო ფანჯრის მიწურულს გადავიდა. მას ვიგოში თამაშის გამოცდილება უკვე აქვს, რადგან 2013/14 წლების სეზონი იჯარით სწორედ იქ გაატარა.




ამას თავის დროზე ტრამვები რო არ ჰქონოდა,დღეს ბარსელონას სასტარტოში იქნებოდა😉
იმედია დარჩება
უკვე სიახლეები მეორდება, საიტი ფარჩაკდება მგონი. ერთდაერთი ნორმალური საიტი იყო და ამასაც აპაზორებენ მგონი, გრამატიკული შეცდომებიც ბევრია.