workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
რონალდუ: ”ფინალში გავა ის გუნდი, რომელიც ნაკლებ შეცდომას დაუშვებს”

რონალდუ: ”ფინალში გავა ის გუნდი, რომელიც ნაკლებ შეცდომას დაუშვებს”

ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მეოთხედ-ფინალური მატჩის დასრულების შემდეგ, მადრიდის ”რეალის” ნახევარმცველმა, კრიშტიანუ რონალდუმ კომენტარი გააკეთა.

”ნახევარ-ფინალში გასვლით ბედნიერები ვართ. ”ტოტენჰემი” შესანიშნავი გუნდია, თუმცა ორივე მატჩში ”რეალი” უკეთ გამოიყურებოდა. ჩვენ მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადავდგით, ვინაიდან კიდევ უფრო მივუახლოვდით ფინალს.

ნახევარ-ფინალში ჩვენ  ყველაზე ძლიერთ მეტოქესთან დაპირისპირება მოგვიწევს. ”ბარსელონასთან” ყოველი მატჩისთვის განსხვავებულად მოვემზადებით. 

”ბარსელონა” მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე კარგი გუნდია, თუმცა ჩვენც მათ რიცხვში შევდივართ. აუცილებელია, გვჯეროდეს, რომ ჩვენ შეგვიძლია მათი დამარცხება. ჩვენ თავდაჯერებულობას ვგრძნობთ. ფინალში გავა ის გუნდი, რომელიც ნაკლებ შეცდომას დაუშვებს. იმედი მაქვს, რომ ეს ”რეალი” იქნება”. – ციტირებს რონალდუს სიტყვებს ”რეალის” ოფიციალური ვებ-გვერდი.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში