ფრენკი დე იონგი ეროვნული გუნდის მაისურით უმაღლესი დონის თამაშს აჩვენებს. ესტონეთთან გამართულ დაპირისპირებაში “ბარსელონას” ახალწვეული უბადლო იყო. საფეხბურთო პორტალი Whoscored გვთავაზობს ახალგაზრდა ნახევარმცველის სტატისტიკას გუშინდელ მატჩში:
- 71 წუთი მოედანზე
- პასების სიზუსტის პროცენტული მაჩვენებელი – 96%
- 3 საკვანძო გადაცემა
- 4/4 გრძელი გადაცემა
- 5/5 წარმატებული დრიბლინგი
- 7/9 მოგებული ფიზიკური ორთაბრძოლა
ჩვენ უკვე შეგატყობინეთ, რომ ჰოლანდიამ ესტონეთს 4:0 მოუგო. მიუხედავად ამისა, რონალდ კუმანის გუნდს წინ დიდი გზა აქვს გასავლელი. ისინი სატურნირო ცხრილში ჩრდილოეთ ირლანდიასა და გერმანიას ჩამორჩებიან.




მაგარია ფრენკი მაგარი მარა ეს ჭუტალა ტრენერი ვერ იყენებს ვერა