ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ჰოლანდიისა და ესტონეთის ეროვნული გუნდები შეხვდნენ ერთმანეთს. რონალდ კუმანის კოლექტივმა მასპინძლებს 4:0 სძლია.
“ფორთოხლისფერთა” სასტარტო შემადგენლობაში “ბარსას” ახალწვეული, ფრენკი დე იონგი მოხვდა, რომელმაც მოედანზე 71 წუთი გაატარა. ნიდერლანდთა მხრიდან თავი რაიან ბაბელმა (დუბლი), მემფის დეპაიმ და ჯორჯინიო ვეინალდუმმა გამოიჩინეს.
სატურნირო კუთხით უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა იოაჰიმ ლიოვის გერმანიამაც, რომელმაც ჩრდილოეთ ირლანდია 2:0 დაამარცხა. მარსელ ჰალსტენბერგისა და სერჟ გნაბრის გოლები მასპინძლებმა უპასუხოდ დატოვეს.
სამწუხაროდ, გუშინდელ შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღია მარკ-ანდრე ტერ შტეგენს.



