ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ტერ შტეგენი: იმედია კოუტინიო კვლავ ისიამოვნებს ფეხბურთით

ტერ შტეგენი: იმედია კოუტინიო კვლავ ისიამოვნებს ფეხბურთით

“ბაიერნმა” ფილიპე კოუტინიოს 1-წლიანი იჯარის სანაცვლოდ 8.5 მილიონი ევრო გადაიხადა. 2020 წლის ივლისში გერმანიის მოქმედ ჩემპიონებს ბრაზილიელი შემტევის კონტრაქტის “ბარსელონასგან” გამოსყიდვა 120 მილიონ ევროდ შეეძლებათ.

“ბარსელონას” მეკარემ, მარკ-ანდრე ტერ შტეგენმა ყოფილ თანაგუნდელს წარმატება უსურვა: “უპირველეს ყოვლისა, კოუტინიოს მხიარული დროის გატარებას ვუსურვებ. ის როგორც ფანტასტიკური ფეხბურთელი, ასევე კარგი პიროვნებაა.

ესპანური თავგადასავალი მისთვის მარტივი არ ყოფილა. იმედია “ბაიერნში” ფილიპე კვლავ შეძლებს ფეხბურთით სიამოვნების მიღებას.“-ამბობს გერმანელი მეკარე T-Online-სთან ინტერვიუში.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში