სულ რაღაც 6 დღეში “ბარსელონა” ესპანეთის ჩემპიონატში მორიგ მატჩს გამართავს. არეული 3 კვირის შემდეგ ყველა მოელის, რომ დაკარგულ ქულებზე გუნდი “ვალენსიასთან” მატჩში სათანადო რეაგირებას მოახდენს.
ნეიმარის ტრანსფერის ჩაშლის მიუხედავად, ეჭვგარეშეა ის, რომ კლუბს მაინც კარგი რესურსი აქვს, რათა ყველა შესაძლო ჩემპიონატის მოგება კვლავ პრიორიტეტული იყოს, როგორც ეს ბოლო 2 სეზონის განმავლობაში იყო.
როგორც ჩანს, იღბალი “ბარსელონას” მხარეს ჯერჯერობით არაა, რადგან გუნდის მთავარი პრობლემა დაშავებულთა რაოდენობაა, რამაც კატალონიელთა გეგმებს მიმდინარე სეზონისთვის ფაქტობრივად ძირი გამოუთხარა. რა თქმა უნდა, ეს მიზეზი შეიძლება არ ამართლებდეს “ბარსელონას” მიერ ჩატარებულ ბოლო მატჩებს, თუმცა ესპანელ სპეციალისტს ერნესტო ვალვერდეს ჯერ კიდევ ვერ შეუდგენია საკუთარი საუკეთესო თერთმეტეული.
“კამპ ნოუს” ფაქტორი
ამ მომენტისთვის რთულად თუ შეიძლება მოიძებნოს იმაზე კარგი ადგილი, ვიდრე “კამპ ნოუა”, რათა “ბარსელონას” ახალი შეტევის ხაზი გამოიცადოს. მესის, სუარესისა და გრიზმანის სახით ჩვენ გვყავს სამი ფეხბურთელი, რომლებიც ხალხის რჩეულ 10 საუკეთესო ფეხბურთელებს შორის შედიან. სამივე ფეხბურთელი საკუთარი ნაკრების (ურუგვაის, საფრანგეთისა და არგენტინის) ლიდერია და გააჩნია საჭირო გამოცდილება. ერთად, მათ ნამდვილად შეუძლიათ შექმნან რაღაც განსაკუთრებული.
ზემოთხსენებული სამეულის მოედანზე ყოფნა დიდ იმედებს იძლევა და ასევე, უფრო მეტად “ბარსელონას” სჭირდება იმ ერთი კაცის ფაქტორი. პრე-სეზონის პირველი ვარჯიშიდან მოყოლებული არგენტინელი თავის გუნდს ვერ ეხმარება. ის ძალიან ბევრს მუშაობდა, რათა ტრავმა მოეშუშებინა, თუმცა ეს საკმარისი არ აღმოჩნდა და დაშავების გაუარესების ხიფათის გამო, გადაწყვიტა აღარ გაერისკა. სანაკრებო პაუზის პერიოდში მესი თანაგუნდელებთან ერთად ვარჯიშებზე არ იმყოფებოდა, რადგანაც დარწმუნებულიყო იმაში, რომ მომავალ არდადეგებზე დაბრუნებას მოახერხებდა.
დაწყევლილი ფეხის კუნთის ტრავმები
ბილბაოს “ატლეტიკის” მატჩის შემდეგ მკურნალობა მესის მსგავსად, ლუის სუარესმაც დაიწყო, რომელმაც არგენტინელის მსგავსად დაშავება სწორედ ფეხის კუნთის არეში მიიღო. ყველაფერი მოწმობს იმას, რომ 3-კვირიანი პროფილაქტიკის და მძიმე მუშაობის შემდეგ “ბარსელონას” 9 ნომერი “ვალენსიას” წინააღმდეგ მატჩისთვის მზად იქნება. საეჭვოა, რამდენად მოახერხებენ ისინი ორშაბათს თანაგუნდელებთან ერთად ვარჯიშს, თუმცა მოსალოდნელია, რომ სამხრეთ ამერიკელები გუნდს უკვე მომავალი კვირის შუა დღეებიდან შეუერთდებიან.
ეს ნიშნავს იმას, რომ საბოლოოდ “ბარსელონა” შეძლებს შეტევაში ზემოთხსენებული სამეული დააყენოს.

ეს ბებერი ნარკომანი რას მეტყველებს, ნახეთ?!
goal.ge/news/128379-maradona-mesis-jarimebis-dartyma-me-vaswavle.html
სემედუ პიკე ლენგლე ალბა
არტური ბუსკეცი დე იონგი
მესი
გრიზმანი სუარესი
არამგონია ან ვაგე იქნება ან რობერტო სემედუს ტრამვა აქ და ფორმაში ესე მალე ვერ შევა
იმედია მესსი სუარესი გრიზმანის ტრიო აალაპარაკებს მსოფლიოს როგორც ეს msn შეძლო
ეს სასტავი უნდა იდგეს ვალენსიასთან
სემედუ პიკე ლენგლე ალბა
არტური ბუსკეცი დე იონგი
მესი
გრიზმანი სუარესი
მაინც ბლეფი მგონია ამ 2 ტრამვა და მომკალით.