“ბარსელონას” ფეხბურთელებმა სანაკრებო პაუზაზე ეროვნულ გუნდთა ღირსება დაიცვეს. წარმოგიდგენთ ახლო მომავალში განვითარებული მოვლენების მოკლე მიმოხილვას.
ბრაზილია 2:2 კოლუმბია – ვიდეო
ართურმა მოედანზე 90 წუთი გაატარა. ბრაზილიელი ნახევარმცველი თავის საუკეთესო ფორმას უბრუნდება და კვლავ ტიტეს შემადგენლობის მნიშვნელოვან ფიგურად ითვლება.
გერმანია 2:4 ჰოლანდია – ვიდეო
ალბათ, ამ შეხვედრის შესახებ უკვე უამრავმა “ბარსელონას” ქომაგმა გაიგო. ფრენკი მოედნის ცენტრში თავისუფლად გადაადგილდებოდა და ჰოლანდიელთა “შოუს” ხელმძღვანელობდა. დე იონგმა გერმანიის კარი აიღო და ეროვნული გუნდის მაისურით პირველი ოფიციალური გოლი გაიტანა. რაც შეეხება ტერ შტეგენს, ის იოაჰიმ ლიოვს მოედანზე არ გამოუყვანია, რაც დროსთან ერთად სულ უფრო რთულად გასაგები ხდება.
რუმინეთი 1:2 ესპანეთი – ვიდეო
ბუსკეტსისა და ჟორდი ალბას წყვილი ლუის ენრიკეს თერთმეტეულში ხელშეუხებელი იყო და როგორც ჩანს, არც რობერტო მორენო გეგმავს ამ საკითხში ცვლილების შეტანას. “ბარსელონელებმა” მოედანზე 90 წუთი გაატარეს. ალბამ ყოფილ თანაგუნდელს, პაკო ალკასერს საგოლე გადაცემა გაუკეთა.
სერბეთი 2:4 პორტუგალია – ვიდეო
ამ დაპირისპირებამ “ბლაუგრანას” ქომაგებს გული დასწყვიტა. სემედუ 65-ე წუთზე მოედნიდან საკაცით გაიყვანეს. დიდი ალბათობით, ნელსონი ლიეტუვასთან შეხვედრას გამოტოვებს. გავრცელებული ინფორმაციით, მისი ტრავმა მოსალოდნელზე ნაკლებად სერიოზული აღმოჩნდა, მაგრამ კატალონიური კლუბი მოახლოებულ სანაკრებო მატჩში თავისი განაპირა მცველის მონაწილეობის წინააღმდეგია.
საფრანგეთი 4:1 ალბანეთი – ვიდეო
გრიზმანისთვის ეს შეხვედრა საუკეთესო ნამდვილად არ ყოფილა. ალბანელების წინააღმდეგ “ბარსას” ახალწვეულმა თერთმეტმეტრიანი ვერ გამოიყენა, მაგრამ კინგსლი კომანს საგოლე გადაცემა გაუკეთა. ლენგლემ ვარანთან ერთად შეუცვლელად ითამაშა. სამუელ უმტიტი სათადარიგოთა სკამზე იჯდა და მწვრთნელს ის მოედანზე არ გამოუყვანია.
ყაზახეთი 0:1 ესპანეთი (U21) – ვიდეო
ხორხე კუენკა, კარლეს პერესი და კარლეს ალენია ძირითად შემადგენლობაში მოხვდნენ, აბელ რუისს კი მატჩში მონაწილეობა არ მიუღია.




რობერტო რო ისევ მცველად განიხილებოდეს ვაგეს არ დააწინაურებდნენ ალბათ იმას დააყენებს, ისე ჩვენ რაც არ უნდა გვინდოდეს რატომღაც მგონია რო ბუსკეცი დე იონგი რობერტოს ტრიო ეყოლება ხშირად სასტარტოში
ნოიერი რომ არა გერმანია 2-6 წააგებდა.
მეზიზღება სანაკრებო პაუზა მეზიზღება რა გაუძლებს რობერტოს წვალებას დაცვაში
დეშამი რაღამ გამოაქლიავა მაგას მაინც ეთამაშებინა უმტიტი, დე იონგი რო დონეა მაგას უკვე დიდი ხანია მივხვდით
რობერტოს რა აიტანს ეხა მარჯვნივ.
მარა მირჩევნია არტურმა ითამაშოს.
გვეღირსება არტური ბუსკე დეიონგის დებიუტი