workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ფეხბურთელები მატჩის შემდეგ

ფეხბურთელები მატჩის შემდეგ

მოგეხსენებათ, გუშინ გაიმართლა ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალური მატჩი “შახტარსა” და “ბარსელონას” შორის. კატალონიელებმა სტუმრად, მინიმალური ანგარიშით, 0:1 მოიგეს. ერთადერთი გოლი ლეო მესიმ გაიტანა. ფეხბურთელებმა მატჩის შემდეგ ინტერვიუ მისცეს ჟურნალისტებს.

 

დანიელ ალვესი: “ჩვენ ვიცოდით, რომ საქმე ბოლომდე უნდა მიგვეყვანა ამ მატჩში. რა თქმა უნდა, ამ თამაშზე დიდი ზეგავლენა მოახდინა, პიველი დაპირისპირების რეზულტატმა “კამპ ნოუზე”. ახლა კი ჩვენ მთელი შემართებით ველოდებით მადრიდის “რეალს”, რომელიც ჯერ არ გასულა 1/2 ფინალში, თუმცა არც ბევრი აკლია. ჩვენ ყოველთვის ბოლომდე ვიბრძოლებთ და ძალიან მიხარია, რომ სამივე ფრონტზე მადრიდის “რეალს” ვხვდებით. შაბათის “კლასიკოში” ბოლომდე დავიხარჯებით, წარმატების მიღწევა გვსურს ეროვნულ ჩემპიონატშიც”.

 

ვიქტორ ვალდესი: “მატჩის წინ, ყველამ ვიცოდით, რომ ადვილი გასეირნება არ გველოდა. რა თქმა უნდა, 5:1 მოგება პირველ თამაშში ბევრ რამეს უსვამს ხაზს, თუმცა ისეთ გუნდთან თამაში, როგორიც “შახტარია” და მითუმეტეს მათ ტეროტიროიაზე, ძალიან საშიშია. ეს გუნდი უამრავ პრობლემებს უქმნის მეტოქეს, რაც ნათლად გამოჩნდა ამ მატჩშიც, ისინი არ იღლებიან. რაც შეეხება ჩემს ასპარეზობას, კმაყოფილი ვარ დღევანდელით.“

 

სერხიო ბუსკეტსი: “ოპონენტებმა ძალიან მაღალ ტემპში დაიწყეს თამაში, მაგრამ 15 წუთის შემდეგ ბურთზე ჩვენ დავაწესეთ კონტროლი. ახლა უკვე შეგვიძლია კონცენტრაცია გადავიტანოთ “ელ კლასიკოზე”, რომელიც შაბათს შედგება. ეს თამაში ურთულესი იქნება, მაგრამ გამარჯვების შემთხვევაში დავამტკიცებთ, რომ ეროვნული ჩემპიონატის ღირსეული ჩემპიონები ვართ”.

 

დავიდ ვილია: “ჩვენ გავედით 1/2 ფინალში, ახლა შეგვიძლია ვიფიქროთ ეროვნულ ჩემპიონატზე. შაბათს გველის მატჩი მადრიდის “რეალთან”, თუმცა ყველაფერი ნაბიჯ–ნაბიჯ უნდა გავაკეთოთ. “სანტიაგო ბერნაბეუზე” სერიოზული ბრძოლა გველის. ვფიქრობ, დღევანდელი გამარჯვება ძალიან მნიშვნელოვანია გუნდისათვისაც და გულშემატკივრისთვისაც.” ჟურნალისტის კითხვაზე, არის თუ არა “ბარსელონა” ევროპის საუკეთესო კლუბი, დავიდმა უპასუხა: “ასე თქმაც არ შეიძლება. ყოველი გუშემატკივრისთვის, საკუთარი გუნდი საუკეთესოა. ვფიქრობ, ჩვენი გულშემატკივარი ძალიან ბედნიერია და თვლიან, რომ ჩვენ ძლიერები ვართ”.

 

ხერარდ პიკე: “ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადავდით. ძალიან რთულია 1/2 ფინალში გასვლა, მაგრამ ჩვენ ეს შევძელით. ძალიან ლამაზი ფეხბურთი ვაჩვენეთ დღეს, რაც თვითრწმენას გვმატებს. გუნდი თავს შესანიშნავად გრძნობს. მასკერანო არის სწრაფი, ინტელიგენტი ფეხბურთელი, რომელსაც არცერთ პოზიციაზე ადაპტირება არ უჭირს”.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში