“ბარსელონას” დღევანდელ სავარჯიშო სესიაზე ლიონელ მესიც გამოცხადდა. არგენტინელმა ინდივიდუალურ რეჟიმში ივარჯიშა და ბურთთან კონტაქტიც ჰქონდა. როგორც მოსალოდნელია, ის ხვალიდან გუნდს შეუერთდება.
სამაგიეროდ, უფრო მძიმე მდგომარეობაა ლუის სუარესის, ნეტუს, დემბელეს და სემედუს შემთხვევაში. სემედუს დაზიანების შესახებ ოფიციალური ინფორმაცია არ გავრცელებულა და როგორც ჩანს, მან უბრალოდ დისკომფორტი იგრძნო.
“ბარსა” მომდევნო თამაშს 25 აგვისტოს, “ბეტისის” წინააღმდეგ გამართავს.
