ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
რატომ ცდილობს ბართომეუ ნეიმარის დაბრუნებას?

რატომ ცდილობს ბართომეუ ნეიმარის დაბრუნებას?

მოგეხსენებათ, “ბარსელონა” ნეიმარის დაბრუნებასთან ძალიან ახლოსაა. პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, “ბლაუგრანა” ფეხბურთელში, რომელმაც ორი წლის წინ კლუბთან კონტრაქტი ცალმხრივად გაწყვიტა, სასამართლოში უჩივლა და “პარი სენ-ჟერმენში” ახალი გამოწვევებისთვის გადავიდა, თავის ორ ფეხბურთელსა (ფილიპე კოუტინიო და ივან რაკიტიჩი) და 100 მილიონ ევროს თმობს.

“ბარსელონას” პრეზიდენტი, ჟოზეპ მარია ბართომეუ მზადაა, დაივიწყოს მისი განცხადებები იმის შესახებ, რომ ნეიმარის წასვლის შემდეგ, კლუბი აქცენტს “ლა მასიაზე” გააკეთებდა და მზადაა, დაივიწყოს ნეიმარის დამცინავი განცხადებები მის მიმართ, რათა “ბარსელონას” ვეტერან ფეხბურთელებს გასახდელში თავიანთი ძველი მეგობარი დაუბრუნოს და ამით თავისი თანამდებობა რაც შეიძლება დიდხანს შეინარჩუნოს.

ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი გამოცემის, RAC1-ს ცნობით, “ბარსელონას” სპორტული განყოფილება ტრანსფერის საჭიროებას ვერ ხედავს და კლუბის ფინანსური დეპარტამენტი მიიჩნევს, რომ ბრაზილიელი ფეხბურთელის დაბრუნება ძალიან დიდ რისკებთანაა დაკავშირებული (ფინანსურ რისკებთან), თუმცა ბართომეუს ეს არ აღელვებს. როგორც ჩანს, ნეიმარის ტრანსფერით პრეზიდენტი აპირებს, ფანებს ჩემპიონთა ლიგაზე კლუბის სამარცხვინო გამოსვლები დაავიწყოს (“რომა” და “ლივერპული”).

შეგახსენებთ, რომ “ბარსელონას” საპრეზიდენტო არჩევნები 2021 წელს არის დაგეგმილი. ბართომეუმ მზადება უკვე დაიწყო…

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

კომენტარები (6)

  • lashomchedlo
    schedule 15 აგვ 2019, 00:56

    Yvelafers miuxedavad maisurebi amoyris naxevars mainc
    Ney tu dabrunda mxolod imshemtxvevashi mivesalmebi tu win
    Messi
    Grizmani sua ney idgebian dembelesac kai dro miecema sua mainc berdeba da mesic kargad daisvenebs umnishvnelo tamashebshi

  • M10 S9 D11
    schedule 15 აგვ 2019, 00:22

    ფრთხილად იყოს პირიქით მაგის ტრანსფერმა არ მოუღოს ბოლო ამის პრეზიდენტობას

  • ROUCH
    schedule 14 აგვ 2019, 20:24

    თუ აილეწა აქაც და გამოტოვა ნახევარი სეზონი უფრო მოეხაზება ბართოს და ჯობია მიოაყენოს და სუ არ იყიდოს, ისე კი რაღაცნაირად მგონია რო ამ სეზონშიც აიკიდებს ტრამვას

  • Johan cruyff13
    schedule 14 აგვ 2019, 20:22

    ციტატა: Messi_G.O.A.T.❤❤❤❤

    ციტატა: CHEPE
    ბარსელონას მფლობელი ვინარის საერთოდ??🤔🤔 აი როგორც ხალიფასია პსჟ ნაყიდი ისე ვინარის მართლა არ ვიცი ან რეალის მფლობელი ვინ არის


    ბარსა-რეალს მფლობელი "არ ჰყავს". აქციონერები მართავენ,ერთი კაცის გუნდი არაა არცერთი.


    მართალია, და კიდევ ორი კლუბია ვისაც ეს აქციონერები მართავენ ე. წ. "სოსიო"ბილბაო და ოსასუნა. ბარსას ყველაზე მეტი ყავს სოსიო დაახლოვებით. 182 000. და ყოველი სოსიოს წლიური შენატანი კლუბის ბიუჯეტში აუცილებელი სახით არის 182 ევრო დაახლოებით. მხოლოდ ისინი ღებულობენ პრეზიდენტის არჩევნებში პირდაპირ მონაწილეობას და არჩევის შემდეგ კლუბის პრეზიდენტი აყალიბებს დირექტორთა საბჭოს.

  • M.T.S
    schedule 14 აგვ 2019, 19:22

    ეგრე წინასწარ ვერ გათვლი, ნებისმიერი ფეხბურთელის მოყვანა გარკვეული რისკია,აგერ კოუტინიო დაფრინავდა ლივერპულში ვინ იფიქრებდა, რომ ასე ჩავარდებოდა ბარსაში, პსჟ-ში საფრანგეთის ჩემპიონატის თამაშებს ტოვებდა უბრალოდ იმის გამო რომ არ აინტერესებდა, ეგრეთი რამე ბარსაში არ მოხდება, აქ გულიანად ითამაშებს, სანამ კიდე მესი აქაა გუნდის ლიდერობაზე და პენალტების დარტყმაზე ვერც იოცნებებს smiley ბერდება მესი და სანამ გვყავს იქნებ როგორმე მოვაგებინოთ კიდევ ერთი ოქროს ბურთი და ჩემპიონთა ლიგა

  • ♛BaRcElOnA♛
    schedule 14 აგვ 2019, 19:13

    ნეიმარის მოყვანა თუ უშველის მაშინ ამას მარტო