“ბარსელონა” წარმოგვიდგენს დოკუმენტურ ფილმს, რომელშიც კატალონიური გუნდის მიერ ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩატარებული 2019 წლის საზაფხულო ტურია ნაჩვენები.
“ბარსა” აშშ-ში მაიამის და ენ არბორს ეწვია, “ნაპოლის” წინააღმდეგ ორი ამხანაგური შეხვედრა გამართა და ორივე გამარჯვებით დაასრულა.
