ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
RMC: “ბარსელონა” ნეიმარისთვის ბრძოლაში დაწინაურდა

RMC: “ბარსელონა” ნეიმარისთვის ბრძოლაში დაწინაურდა

ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ნეიმარი “რეალში” გადასვლასთან ახლოს იყო, თუმცა ერთ-ერთი ფრანგული ავტორიტეტული გამოცემის, RMC-ს თანახმად, “ბარსელონა” ბრაზილიელი ფეხბურთელისთვის ბრძოლაში დაწინაურდა.

წყაროს ცნობით, პარიზელები თანახმა არიან იმაზე, რომ ტრანსფერში “ბარსელონამ” ერთ-ერთი თავისი მოთამაშე ჩართოს, რათა კატალონიელებმა ნეიმარში ასტრონომიული თანხა არ გადაიხადონ. სავარაუდოდ, ეს ფეხბურთელი ფილიპე კოუტინიო იქნება, რომელთანაც ფრანგებმა მოლაპარაკებები უკვე დაიწყეს. პსჟ-სა და “ბლაუგრანას” წარმომადგენლები ერთმანეთს რამდენიმე დღის წინ შეხვდნენ და მოლაპარაკებებმა წინ წაიწიეს.

“ბარსელონა” დარწმუნებულია, რომ ამ ტრანსფერს მალე განახორციელებს. შემდეგ კვვირას კატალონიელები “პარი სენ-ჟერმენს” ოფიციალურ შეთავაზებას გაუკეთებენ – ფილიპე კოუტინიო და დამატებით თანხა, რასაც წყაროს ცნობით, მოჰყვება კიდევ რამდენიმე კვირიანი განხილვა და მოლაპარაკებები კლუბებს შორის.

ტრანსფერის მალე დასრულება პარიზელებსაც სურთ, რადგან მათ მეკარისა და პაულო დიბალას შეძენა უნდათ.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

კომენტარები (15)

  • KingMessi
    schedule 12 აგვ 2019, 13:12

    Neimaris wasvla gardauvalia mitumetes tu aginebdnen.magram sadwava aricis aravin, barsamaniaze sxvas weren halamadridze sxvas modi nei modiii

  • king artthur
    schedule 12 აგვ 2019, 11:13

    ციტატა: M10 S9 D11
    მოაშორეთ აქედან ეს კლოუნი არაფერში არ გვჭირდება


    მარცხენა ფლანგზე ვის აყენებ კოუტინიუს თუ დემბელეს?

  • bale star 11
    schedule 12 აგვ 2019, 08:05

    უმეტესობა რეალს თვლის ფავორიტს მაგრამ არ ვიცი რა მოხდება

  • Don_Andresito
    schedule 12 აგვ 2019, 04:07

    ციტატა: keine lust

    ციტატა: Albicelecte
    კოუტინიო და ნეი ტოლები არიან, თუ ასაკის გამო ერთს ფასი აკლდება, სამაგიეროდ არც მეორეს არ ემატება…
    ანუ მალკოლმის გაყიდვიდან მიღებულს რომ ცოტა მიამატონ, უეჭველი მოიყვანენ, რადგან კოუტინიო კარგა ძვირად ნაყიდია!
    მეორე ვარიანტია, კოუტინიო+უმთითი (ვიცი, რომ არაპოპულარულ რამეს ვწერ), მაგრამ უმთითისგან ამაზე კარგ ვარიანტს ვერ გამოიყვანენ, გაიტრამვება და შეიძლება 30-ში იხვეწებოდს ბართო, რომ მოგყიდითო
    თან ვხედავ, რომ პარიზელებს დაცვის ცენტრი უჭირთ, სილვა 35 წლისაა და კიმბემბე კიდევ კიმპემბეა, მარკინიოსი ვერ ჩამოყალიბებულა, დაცვის ცენტრია, საყრდენი თუ ფლანგელი და ამიტომ ამ ვარიანტს გვერდს ვერ აუვლიან!


    კაი რა უმთითი


    დიალო იყიდეს წელს, შარშან კიდე კერერი. კიმპემბე კი მართლა კიმბეპბეა მარა ათამაშებენ, მარკინიოსი საყრდენი იყო როცა რაბიო აჯანყდა ვერატი ტრავმიანობდა და სხვა არავინ ყავდათ. თორე ეხლა იდრისა გეიე და ერერა დაიმატეს, ეს პარედესიც ფაფხურობს რაღაცას და აღარ მოუწევს მარკინიოსს ნახევარმცველობა, ამიტო სილვა მარკინიოსი კერერი დიალო კიმბემბე უკვე შეპეა. უმტიტის აღარ დაიმატებენ და არც უნდა მივცეთ იასნია. დატრავმებით ეგრე ნეიმარიც დაიტრავმება და 80 ად აღარავინ წაიყვანს. ტოპ კლასის მცველი 3 მაინც უნდა გყავდეს თავი რო მშვიდად იგრძნო. რაკიტიჩი კოუტინიოს წაყვანით კაი ხლამს მოგვაშორებდა პსჟ და ფულსაც ნაკლებს მოითოხვდა. მაგათ + 40 ზე უნდა დათანხდნენ, ეხლა მთავარია კოუმ არ აათამაშოს ერთი ადგილი და უარი არ თქვას პსჟ ზე

  • M10 S9 D11
    schedule 12 აგვ 2019, 02:21

    მოაშორეთ აქედან ეს კლოუნი არაფერში არ გვჭირდება

  • keine lust
    schedule 12 აგვ 2019, 01:35

    ციტატა: Albicelecte
    კოუტინიო და ნეი ტოლები არიან, თუ ასაკის გამო ერთს ფასი აკლდება, სამაგიეროდ არც მეორეს არ ემატება…
    ანუ მალკოლმის გაყიდვიდან მიღებულს რომ ცოტა მიამატონ, უეჭველი მოიყვანენ, რადგან კოუტინიო კარგა ძვირად ნაყიდია!
    მეორე ვარიანტია, კოუტინიო+უმთითი (ვიცი, რომ არაპოპულარულ რამეს ვწერ), მაგრამ უმთითისგან ამაზე კარგ ვარიანტს ვერ გამოიყვანენ, გაიტრამვება და შეიძლება 30-ში იხვეწებოდს ბართო, რომ მოგყიდითო
    თან ვხედავ, რომ პარიზელებს დაცვის ცენტრი უჭირთ, სილვა 35 წლისაა და კიმბემბე კიდევ კიმპემბეა, მარკინიოსი ვერ ჩამოყალიბებულა, დაცვის ცენტრია, საყრდენი თუ ფლანგელი და ამიტომ ამ ვარიანტს გვერდს ვერ აუვლიან!


    კაი რა უმთითი

  • MisterD
    schedule 12 აგვ 2019, 00:58

    არ მინდა კოუტინიო წავიდეს, თუნდაც ნეიმარის ტრანსფერის შემთხვევაში

  • Albicelecte
    schedule 12 აგვ 2019, 00:41

    კოუტინიო და ნეი ტოლები არიან, თუ ასაკის გამო ერთს ფასი აკლდება, სამაგიეროდ არც მეორეს არ ემატება…
    ანუ მალკოლმის გაყიდვიდან მიღებულს რომ ცოტა მიამატონ, უეჭველი მოიყვანენ, რადგან კოუტინიო კარგა ძვირად ნაყიდია!
    მეორე ვარიანტია, კოუტინიო+უმთითი (ვიცი, რომ არაპოპულარულ რამეს ვწერ), მაგრამ უმთითისგან ამაზე კარგ ვარიანტს ვერ გამოიყვანენ, გაიტრამვება და შეიძლება 30-ში იხვეწებოდს ბართო, რომ მოგყიდითო
    თან ვხედავ, რომ პარიზელებს დაცვის ცენტრი უჭირთ, სილვა 35 წლისაა და კიმბემბე კიდევ კიმპემბეა, მარკინიოსი ვერ ჩამოყალიბებულა, დაცვის ცენტრია, საყრდენი თუ ფლანგელი და ამიტომ ამ ვარიანტს გვერდს ვერ აუვლიან!

  • king artthur
    schedule 12 აგვ 2019, 00:40

    ტერ შტეგენი-პიკე, უმტიტი, სემედუ, ალბა-ბუსკეტსი(კოუტინიუ), არტური, დე იონგი-გრიზმანი(სუარესი), მესი, ნაიმარი. ეს კამანდა ყველაფერს დადებს <3

  • kluivert
    schedule 12 აგვ 2019, 00:34

    კოუ ძალიან კარგი ბიჭია, მაგრამ ბარსაში ადგილი ვერ იპოვა და შესაბამისად ფეხიც ვერ მოიკიდა. მშვენიერი ვარიანტი იქნება კოუ + თანხა. ნეიმარს კიდე რამდენიც არ უნდა აგინოთ და ლანძღოთ, ძალიან შედეგიანია და ძალიან სახიფათო მოთამაშეა. ასე რომ ეგ ტრანსფერი თუ შედგა და ვალერამ ისევ ჩაისვარა, უეჭველი ,,ვრაგ ნაროდასავით" უნდა გააუპატიურონ.

  • BaRCeLoNiSiMOo
    schedule 12 აგვ 2019, 00:07

    პსჟ ს თამაშზე მთელი სტადიონი ნეიმარს აგინებდა. უეჭველი მიდის პსჟ დან და იმედია ჩვენთან მოვა

  • bale star 11
    schedule 12 აგვ 2019, 00:01

    ზოგი რეალს ამბობს ზოგი ბარსას არ ვიცი რა

  • Frenkie de Jong 21
    schedule 11 აგვ 2019, 23:45

    ციტატა: Pavlika
    დღეს სტადიონზე ბანერი გამოფინეს წაეთრიე ნეიმარ და ბოს….შვილოს აგინებდნენ. ნეიმარის წასვლა გარდაუვალია მაგრამ სად წავა ეგ არავინ იცის. რასაც წერენ გაზეთები რეალს მეტი შანსი აქვს.


    რეალს რო მეტი შანსი აქვს მაგას მარკა წერს მარტო, რეალში კიდე ძალიან არ მჯერა რომ წავა

  • barca`barca
    schedule 11 აგვ 2019, 23:38

    მოვა მოვა 😍😍 იდეალური ვარიანტია კოუ + თანხა

  • Pavlika
    schedule 11 აგვ 2019, 23:36

    დღეს სტადიონზე ბანერი გამოფინეს წაეთრიე ნეიმარ და ბოს….შვილოს აგინებდნენ. ნეიმარის წასვლა გარდაუვალია მაგრამ სად წავა ეგ არავინ იცის. რასაც წერენ გაზეთები რეალს მეტი შანსი აქვს.