2011 წლის 11 აპრილს, “ლა მასიას” კიდევ ერთ ტალანტს, ტიაგო ალკანტარა დო ნასიმეინტოს, შეუსრულდა 20 წელი. ახალგაზრდა ნახევარმცველი “ბარსელონას” მთავარი გუნდის ღირსებასაც იცავს და “ბარსა ბ”–საც, ბევრი მას ლეგენდარულ ჩავის ადარებს. იგი ყველამ გაიცნო 2010/2011 წლის სეზონებში და მეტად სავარაუდოა, რომ მისი ვარსკვლავი 2011/2012 წლის სეზონში გაიბრწყინებს.
ამონარიდი კლუბის ოფიციალური საიტიდან
“პეპ გვარდიოლა და ლუის ენრიკე მას ძალიან მაღალ შეფასებას აძლევენ, მიიჩნევენ, რომ მას უდიდესი ტალანტი აქვს, რომელიც აუცილებლად გაიბრწყინებს. მას აქვს თანდაყოლილი უნიკალური ტალანტი: მოედნის ხედვა და სივრცის შექმნა მოედნის ცენტრში, რაც მას “აბატონებს” მოედანზე. ტიაგო არასდროს იხევს უკან, სწორედ ის ხდება გუნდის “მამოძრავებელი ძალა” როცა საჭიროა და ბურთს ფანტასტიურად ფლობს”.
Barcamania.Ge–ს სახელით, ვულოცავ ტიაგოს დაბადების დღეს, ვუსურვებ კარიერულ წინსვლას “ბარსელონასთან” ერთად !!!
[media=http://www.youtube.com/watch?v=V3nOBMHTkgg]



