19 წლის ეკვადორელი მარცხენა მცველი დიეგო პალასიოსი, რომელიც “ბარსელონაში” გადმოსვლასთან ახლოს იყო, კარიერას MLS-ში განაგრძობს.
მოსალოდნელი იყო, რომ პალასიოსი ბარსელონაში კვირას ჩავიდოდა და სამედიცინო შემოწმებას გაივლიდა. თუმცა, ეს არ მოხდა. ESPN-ის ცნობით, ამის მიზეზი ისაა, რომ “ბარსამ” სხვა ახალგაზრდა მარცხენა მცველი, ჟუნიორ ფირპო დაიმატა. პალასიოსი ამაზე გაბრაზდა. მან ჩათვალა, რომ ფირპოს ტრანსფერის შემდეგ, პირველ გუნდში დაწინაურება გაუჭირდებოდა. საბოლოოდ, ახალგაზრდა ეკვადორელმა არჩევანი ამერიკულ “ლოს ანჯელესზე” შეაჩერა.
19 წლისას თუ ბარსაში თამაშის პრეტენზია გაქვს MLS-ში რატომ უნდა გადახვიდე?არ მესმის!!!
ესესთ 20 თეთრიან იგროკებზე არც კი ღირს ნერვიულობა
მარტო ფულზე ფიქრობენ ვსო, მოკვდა ფეხბურთი… ეს კიარ მარტო, ყველა ესეა… ბიზნესია უკვე ეს, და არა ფეხბურთი…