უკვე აშკარაა, რომ ნეიმარი “პარი სენ-ჟერმენში” კმაყოფილი არ არის და “ბარსელონაში” დაბრუნება უნდა, თუმცა შექმნილი სიტუაციის გათვალისწინებით, ეს ადვილი არაა.
პსჟ ბრაზილიელის გაშვებაზე კატეგორიულ უარს არ ამბობს, მაგრამ ყველანაირად ცდილობს, მისი “ბარსაში” ტრანსფერი დაბლოკოს. კატალონიური Sport-ის ინფორმაციით, ამით სარგებლობას მადრიდის “რეალი” გეგმავს, რომელიც ფეხბურთელს მომდევნო ხუთი წლის ხელფასის გადახდას პირდება, “ბარსელონაში” გადასვლის შემთხვევაში კი ის ფინანსურ ზარალს მიიღებს.
ნეიმარის სურვილი “ბარსელონაში” ისევ თამაშია, მაგრამ მის პრიორიტეტს პსჟ-ს დატოვება წარმოადგენს. ასე რომ, ის ჟოზეპ ბართომეუს შეთავაზებას უცდის, თუმცა თუ ეს არ გამოვა, პარიზული კლუბიდან წასვლის გამო “რეალში” გადასვლაზე უარს არ იტყვის.

წადი ბიძია მოშორდი აქედან ფეხბურთის თამაშით ვეღარ იქცევს მასის ყურადღებას და გაზეთებით და ჟურნალებით მაინც მიიპყროს ხალხის ყურადღება თორე მესის ჩრდილიდან მბაპეს ჩრდილში მოექცა
რა ღლეობებს დებ ადმინ?
ძალიან დიდი ჭორი მგონია
ეს თუ რეალში გადავიდა რა ამაზრზენი იქნება ფუფ
ახია შენზე,მესის ჩრდილი და ბევრი ხელფასი არა? რაო დაგცხა მესის ჩრდილის გარეშე?ახია