workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ხუან მირანდა – ორი ევროპული კლუბის სამიზნე

ხუან მირანდა – ორი ევროპული კლუბის სამიზნე

“ბარსელონას” ახალგაზრდა მარცხენა მცველით ორი ევროპული კლუბი დაინტერესდა, იტყობინება Sport.

საქმე ხუან მირანდას ეხება. ესპანელის დამატების სურვილს “მარსელი” და “იუვენტუსი” გამოთქვავენ. “ბარსელონას” ნიჭიერი ფეხბურთელის გაყიდვა არ სურს და მხოლოდ იჯარის წესით გაშვებას განიხილავს. ამ მიზეზის გამო “იუვენტუსთან” მოლაპარაკება რთულდება – იტალიელებს მისი ყიდვა უნდათ. რაც შეეხება “მარსელს”, ფრანგები თანახმა არიან მირანდა იჯარით დაიმატონ, ამიტომ ამ ტრანსფერის განხორციელების შანსი უფრო დიდია.

შეგახსენებთ, რომ ხუან მირანდა ესპანეთის 19 წლამდელთა ნაკრებში, რომელიც ახლახანს ევროპის ჩემპიონი გახდა, ერთ-ერთი ლიდერი იყო. მან ტურნირზე 2 გოლის გატანა და 1 საგოლე გადაცემის გაკეთება მოახერხა.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (2)

  • Basi
    schedule 02 აგვ 2019, 10:51
    #2

    arenda kargi iqneba begindshii codoa

  • M10 S9 D11
    schedule 02 აგვ 2019, 09:39
    #1

    ნუ ახურებთ ერთი რაა გაუცვალეთ ბეტისს ფირპოში და ეგაა იუვენტუსი რო ამას არ იყიდის რათ უნდა ამას ბევრი ლაპარაკი