მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ვალვერდე იწყებს – 8 ვარჯიში 5 დღეში

ვალვერდე იწყებს – 8 ვარჯიში 5 დღეში

“ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა, ერნესტო ვალვერდემ საკმაოდ ინტენსიური პირველი სავარჯიშო კვირა დაგეგმა, რომელიც შესვენებების გარეშე ჩაივლის, იტყობინება AS.

ვარჯიში 15 ივლისს განახლდება და მასში მონაწილეობას პირველი გუნდის 17 ფეხბურთელი მიიღებს, რომლებსაც 6 ახალგაზრდა მოთამაშე დაემატებათ. 23-ვე ფეხბურთელი შაბათს იაპონიაში გაემგზავრება. ამ დღეს ორი ვარჯიში იქნება 11:30 და 20:30 საათზე (თბილისის დროით). გუნდი ორმაგ სავარჯიშო სესიას (დილა-საღამო) ორშაბათს, ოთხშაბათსა და პარასკევს გამართავს, ხოლო სამშაბათსა და ხუთშაბათს ფეხბურთელები დილის ვარჯიშით შემოიფარგლებიან.

ვალვერდემ გადაწყვიტა, რომ პირველი კვირა შესვენების გარეშე ყოფილიყო, რათა მოთამაშეებს ფიზიკური კონდიციები აღედგინათ.

შაბათს, გუნდი ტოკიოში ჩაფრინდება და პირველ ამხანაგურ მატჩს გამართავს – “ჩელსისთან”. ოთხი დღის შემდეგ, “ბარსელონა” ინიესტას “ვისელ კობეს” დაუპირისპირდება. ამის შემდეგ, ფეხბურთელები ბარსელონაში დაბურნდებიან, დაისვენებენ (29 და 30 ივლისს) და გამპერის თასისთვის მომზადებას დაიწყებენ (4 აგვისტოს, “არსენალის” წინააღმდეგ).

ამ ყველაფრის შემდეგ გუნდი აშშ-ში გაფრინდება, სადაც “ნაპოლის” ორჯერ დაუპირისპირდება. ამასობაში კი ლა ლიგაც დაიწყება…

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

კომენტარები (9)

  • messi and iniesta
    schedule 14 ივლ 2019, 12:07

    ინიესტას შეხვედრა მაინტერესებს ბარსელონასთან მისი ემოცია და მისი თამაში

  • levanineparidze222
    schedule 14 ივლ 2019, 10:43

    მეორე გახარიაა ტიპი,

  • ♛BaRcElOnA♛
    schedule 14 ივლ 2019, 02:19

    ვალვერდე ბიძია რელობას რომ გავუსწოროთ თვალი ვისტანაც გვიჭირდა და ზოგადად პრიმერას რთულ თამაშებს ჩვეულებრივად გაუმკლავდი არა მაგარიხართქო არვამბობ უბრალოდ რეალთან და სოსიედადთან სახლში ვისთანაც გვიჭირდა ბეჭებზე დადე მაგაში საღოლ მაგრამ აი ლიგაზე რომ იჯვამ არა ?? ჯერ რომა რაიყო მაგის მერე თავი რომ მოგეკლა არ გამიკვირდებოდა და ლივერპულს რომ თავი გავანებოთ უმოტივაციო მანჩესტერდ ყველაფერმა რომოუგო აი ისეთ მანჩესტერს ძლივსრომლუგე არა ??? ძლივს რატო იცი აი გოლი ხოარ გაატანინე და 4 გაუტანეთ მარა 4 ვე გოლი უბრალოდ იმხელა დონის იგროკები გყავდა გაიტანენ და ეგაა მესის საოცრებები როარა ალბათ მაგასაც ვერ გაცდებოდით და კოუტინიოს გასროლა აი ცოტა ისეთი სასტავი როგყოლოდა ძაან დიდი ანგარიშით წააგებდი იმიტომრომ ესპანეთის გუნდებთან გაქვს რაღაც დამუღამებული და თან ძაან დაბალანსირებული გუნდი გყავს (სხვებთან შედარებით მაინც)

  • ზ უ რ ა
    schedule 14 ივლ 2019, 02:06

    ციტატა: ვიტორ ბორბა ფერეირა
    რა სახე აქ ამან ფეხბურთელი როგორ უნდა მოხოდოს მოტივაცია როგორ უნდა მისცეს?!….გასახდელში რო შემოვა და ამ სახით გელაპარაკება….


    არი ყ……ეი?:დდდდ

    რა როჟაა…ამის ნათქვამზე არც გავაკუებ.:დდდ

  • lesane C
    schedule 14 ივლ 2019, 00:17

    ფუი ეშმაკს…გაქრი,გაქრი

  • ვიტორ ბორბა ფერეირა
    schedule 14 ივლ 2019, 00:14

    რა სახე აქ ამან ფეხბურთელი როგორ უნდა მოხოდოს მოტივაცია როგორ უნდა მისცეს?!….გასახდელში რო შემოვა და ამ სახით გელაპარაკება….

  • M10 S9 D11
    schedule 14 ივლ 2019, 00:10

    გრიზმანი დემბელე უმტიტი დე იონგი ნეტუ არტური მალკომი პუჩი სემედუ ტოდიბო აი ამათმა უნდა ითამაშონ აუცილებლად პრე სეზონის ყველა იგრა

  • Football
    schedule 13 ივლ 2019, 23:58

    ესეთ ფოტოებს საიდან აძრობთ რა როჟააქ გეგონება უნიტაზზე ზისო joy

  • Givibarca
    schedule 13 ივლ 2019, 23:53

    ესპანეთის სუპერ თასი?