ხვალ დილით, “ბარსელონა” გრიზმანის გამოსასყიდ თანხას გადაიხდის, იტყობინება Mundo Deportivo, Marca და AS.
წყაროების ცნობით, ლა ლიგის მთავარ ოფისში “ბარსელონას” წარმომადგენლები არ მივლენ. ყველა საჭირო დოკუმენტს ფეხბურთელის ადვოკატი წარადგენს.
როდესაც ლა ლიგის წარმომადგენლები გარიგებისა და დოკუმენტების კანონიერებაში დარწმუნდებიან, კატალონიური კლუბი ტრანსფერს ოფიციალურად დაადასტურებს.

დროზე უნდა გავიფორმოთ ანტოანი