ურთიერთობა ნეიმარსა და “პარი სენ-ჟერმენს” შორის უფრო და უფრო იძაბება, იტყობინება Sport.
ნეიმარი პარიზში ორშაბათს ჩავა და კლუბის ხელმძღვანელებს თავის მომავალზე ესაუბრება. ჯერჯერობით უცნობია დააჯარიმებს თუ არა პსჟ ბრაზილიელს ვარჯიშზე არმისვლის გამო (EL Chiringuito-ს ცნობით, ნეიმარი 400 000 ევროთი დაჯარიმდა).
ასევე, დიდი ალბათობით, ნეიმარი მონაწილეობას არ მიიღებს პრესეზონის პირველ მატჩში (სამშაბათს) და შეიძლება მეორე თამაშიც გამოტოვოს (20 ივლისს).
“პარი სენ-ჟერმენის” სპორტულმა დირექტორმა განაცხადა, რომ შესაბამისი შეთავაზების შემთხვევაში კლუბი ნეიმარს გაყიდის.
საფრანგეთში ვრცელდება ინფორმაცია, რომ პსჟ-ს მთავარმა მწვრთნელმა ბრაზილიელის გაყიდვა მოითხოვა.

აუ თავიდაანებონ რაა მა შტეიმარს და მილანიდან პაკეტა გადმოიყვანონნ ტიპი რაგიჯიაა მაგრად მომწონსს მაგარი ტექნიკაააქვსს
ერთი სიტყვით ივლისის ბოლომდე ანტოანს და ნეიმარს გავიფორმებთ
ეს ტრანსფერების თემა ყველაფერი ტოტალიზატორია.. ამაზეც ფსონები იდება ხო არ დაგავიწყდათ.. ხალხს ტვინს ურევენ და ცრუ ინფორმაციებს ავრცელებენ.. თვითონ ფეხბურთელებიც ამას ხელს უწყობენ.. დაგავიწყდათ პიკე ნეიმარის სურათი და კომენტარი ის რჩება და ორ დღეში გადავიდა პსჯ-ში
დემბელეს არავინ გაუსვებს
ხოდა შეხვდება და დარჩება კიდეც