მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ნეიმარი “ბარსელონას” დამოკიდებულებით უკმაყოფილოა

ნეიმარი “ბარსელონას” დამოკიდებულებით უკმაყოფილოა

ნეიმარი ფიქრობს, რომ მის დასაბრუნებლად “ბარსელონამ” მეტი მონდომება უნდა გამოიჩინოს, იტყობინება Sport.

დღეს, გავრცელებული ინფორმაციით, ნეიმარი ტრანსფერის დასაჩქარეად ბარსელონაში ჩასვლას ამ კვირას აპირებს. ის “პარი სენ-ჟერმენის” ვარჯიშზე არ ყოფილა.

Sport-ის ცნობით, ნეიმარი უკმაყოფილოა მის ტრანსფერში “ბარსელონას” ნაკლები აქტიურობით და ფიქრობს, რომ კატალონიელებს მეტის გაკეთება შეუძლიათ. წყაროს ინფორმაციით, ნეიმარმა უკვე ყველაფერი გააკეთა – დასთანხმდა ხელფასის საგრძნობლად შემცირებას, სასამართლოში “ბარსელონას” წინააღმდეგ საქმე გააუქმა, უარი თქვა “რეალში” და “მანჩესტერ იუნაიტედში” გადასვლაზე, მაგრამ კატალონიელები ამ დროს, თავიანთ პრობლემებს აგვარებდნენ.

წყაროს ცნობით, ბრაზილიელი “ბარსელონაზე” გაბრაზებულია დროის ტყუილად გაფლანგვის გამო. ასევე, ნეიმარი გაანაწყენა ჟოზეპ მარია ბართომეუს რამდენიმე დღის წინ გაკეთებულმა კომენტარმა. მას არ ესმის, რატომ არ თქვა კლუბის პრეზიდენტმა, რომ მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

ნეიმარმა იცის, რომ ნასერ ალ-ხელაიფთან მოლაპარაკებები დიდხანს გაგრძელდება, ამიტომ “ბარსელონას” სთხოვს, რომ დაუჩქაროს.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

კომენტარები (6)

  • emzari
    schedule 09 ივლ 2019, 14:55

    კიდე ეს არის უკმაყოფილო? ამის უნამუსო დედა ვატირე, გამოისყიდოს თაავისი ტრანსფერი და მერე ბარსა გადაუხდის როგირც ეს პსჯეში გადასვლისას გააკეთა.

  • Barca1980
    schedule 08 ივლ 2019, 23:37

    თქვენი არ ვიცი რას ფიქრობთ და ე მგონია , რომ ნეიმარი იყენებს ბარსელონას , რეალში გადასასვლელად და ეს ყველაფერი ემსახურება მოსამზადებელ პერიოდს , რომ მერე არავინ წამოაძახოს რეალში თამაში , თამამად შეუძლია თქვას , რომ მე ჩემი მხრიდან ყველაფერი გავაკეთე უკან დასაბრუნებლადო და მაშინაც იწერებოდა რომ ნეიმარი პსჯ-ს გამოიყენებდა რეალში გადასასვლელად , რადგან პირდაპირ რეალში გადასვლით იცოდა რაც ელოდებოდა . ვნახოთ , ჯერ მთელი ზაფხული წინ არის .

  • basa7
    schedule 08 ივლ 2019, 20:03

    რა ამის პასუხია და ბიწო რა მაგარი ბიწი ყოფილა გეორგე ჰაჯის შვილი, ახლა ვუყურე და ძაან ტექნიკურია, ნამდვილად ღირს ყიდვა

  • messi and iniesta
    schedule 08 ივლ 2019, 19:21

    ივლისში როგორც ანტონიო ისე ნეიმარი უნდა გავიფორმოთ

  • M10 S9 D11
    schedule 08 ივლ 2019, 18:26

    მოკლედ იდი კ ჩორტუ რაა არ გისვებს ეს პესეჟე და ბარსა კიდე 300 მილიონის გადამხდელი არაა დაღალა უკვე ტვინი ამაზე ნიუსებმა ტავის დროზე უნდა გეფიქრა მაგ ყველაფერზე რო დაადე თავი და წახვედი ძალიან კარგად იცოდი რაც გელოდებოდა და დაბრუნება რო მოგინდებოდა ვეაღარ დაბრუნდებოდი ხოდა იყავი ეხლა მანდ

  • dejong1
    schedule 08 ივლ 2019, 18:21

    ვერაფერივერგავიგე