როგორც იცით, გუშნ გიამართა ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალური შეხვედრა “ბარსელონასა” და დონეცკის “შახტარს” შორის. კატალონიელებმა 5:1 იმარჯვეს და უდიდესი ნაბიჯი გადადგეს 1/2 ფინალისკენ.
ვალდესი: “ჩვენ გველის საპასუხო მატჩი დონეცკელებთან. ოპონენტებმა დაამტკიცეს, რომ მათ შეუძლიათ ხიფათი შეუქმნან ნებისმიერ მეტოქეს. რაც შეეხება შესაძლო 1/2 ფინალს მადრიდის “რეალთან”, ვიტყვი, რომ ეს იქნება სასიცოცხლო მნიშვნელობის მატჩები. გაიმართება საინტერესო დაპირისპირება”.
ჩავი: “ჩვენ გადავდგით გიგანტური ნაბიჯი 1/2 ფინალისკენ და ვითამაშეთ შესანიშნავად. მადრიდის “რეალთან” შესაძლო შეხვედრაზე გეტყვით, რომ ეს იქნება ძალიან დიდი გამოწვევა ჩვენთვის. ეს ხომ ისტორიული შეხვედრაა. მე არ ვუფრთხი “რეალს”, რადგანაც ეს ფეხბურთია და მე მიყვარს ეს სპორტი”.
ვილია: “ისეთ ტურნირზე, როგორიცაა ჩემპიონთა ლიგა, აუცილებელია სწრაფი გოლი და ჩვენ ეს გავაკეთეთ. ამ გოლმა ჩვენ ფსიქოლოგიურად გაგვაძლიერა. ვიტყვი ,რომ “შახტარი” ძალიან ძლიერი გუნდია. ისინი დამსახურებულად მოვიდნენ 1/4 ფინალამდე და დღესაც დიდი თავდადებით იბრძოლეს. რაც შეეხება იმას, რომ არცერთ თავდამსხმელს გოლი არ გაუტანია, არაუშავს, დაე სხვებმა გაიტანონ და გუნდმა მოიგოს, ჩვენ კი ამის დრო კიდევ გვექნება”.
პიკე: “ჩვენი ბოსი გვარდიოლა და მისი დანაშემწე ტიტო ძალიან გახარებულები იყვნენ ჩემი გოლით, რადგანაც სწორედ ასეთი გოლი დავგეგმეთ ვარჯიშზე. ჩვენ არცერთ შემთხვევაში არ უნდა მოვდუნდეთ, თორემ მწარედ დავისჯებით დონეცკში”.


