მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში

იმის მიუხედავად, რომ ნეიმარის “ბარსელონაში” დაბრუნებაზე ბევრი ჭორი გავრცელდა, ბრაზილიელმა “პარი სენ-ჟერმენის” ახალი ფორმის წარდგენაში მაინც მიიღო მონაწილეობა და ის შემდეგ კვირას, პარიზულ კლუბს შეუერთდება.

თუმცა, ფრანგული გამოცემა, L’Equipe-ი ამ ყველაფერს “დიდ ტყუილს” (“Le grand bluff” – 90-იანი წლების ფრანგული სერიალი. ითარგმნება, როგორც: “დიდი ბლეფი”, “დიდი ტყუილი”) უწოდებს. მათი ცნობით, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ნეიმარი პარიზულ კლუბში დარჩება.

გამოცემა ნეიმარის სიტუაციას “შეუქცევადს” უწოდებს. ის პსჟ-ში ბედნიერი არ არის და კლუბის დატოვება მკაცრად აქვს გადაწყვეტილი. თუმცა, არსებობს იმის შესაძლებლობა, რომ პარიზულმა კლუბმა ისეთ ხერხს მიმართოს, როგორიც რაბიოს შემთხვევაში გააკეთა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

კომენტარები (11)

  • Don_Andresito
    schedule 04 ივლ 2019, 15:30

    ციტატა: MARI=BARCA-fan
    შეიძლება მართლა არ გაუშვას, ერთ საიტზე ეწერა თუ ნეიმარი რამეს მოიმოქმედებს ხალიფამ რაც რაბიოს გაუკეთა იგივეს გაუკეთებს ნეიმარსო..
    აყურყუტებს სკამზე მთელი სეზონი და გააგიჟებს ნეის


    ღირსიც იქნება. ამის მერე ეცოდინებათ სად გადავიდნენ და სად არა

  • getsby
    schedule 03 ივლ 2019, 19:28

    კი ითამაშა მარა უკვე გაიასნებული იყო რომ გადადიოდა ეხლა ასეთი არაფერი უთქვამთ მითუმეტეს ნეიმარის მამამ თქვა ,რომ არ აპირებს ბარსელონაში ჩასვლას ასე რომ ტყუილი სტატიებია და სავარაუდოდ კიდევ ბევრი იქნება ასეთი . არსად არ ეწერა დანამდვილებით რო შეათანხმეს გუნდებმა ,ნაბოდვარია ყველაფერი და სათაურზევე ეტყობა ყველას.

  • Gi9GS
    schedule 03 ივლ 2019, 19:11

    არაუშავს, ბარსაშიც ითამაშა 17-შიზაფხულზე მაგრამ მერე მაინცწავიდა
    :/

  • MARI=BARCA-fan
    schedule 03 ივლ 2019, 17:35

    ციტატა: Don_Andresito
    ბართომეუ ეგრე ცდილობს გასახდელში სიტუაციის დარეგურირებას და ტყუილ სტატიებს უკვეთავს კატალონიურ პრესას. კოუტნიო არ უნდა ტრანსფერში პსჟ ეს და ესენი წერენ დეტალები შეათანხმესო. ტყუილია 100% ით. სანამ თითონნეიმარი არ იტყვის რამეს ვერაფერს გაიგებ. ხალიფა კიდე არ გამოუშვებს ბარსას მიმართ ზიზღის გამო. რეალში კიდე სიამოვნებით გაუშვებს მბაპეს


    შეიძლება მართლა არ გაუშვას, ერთ საიტზე ეწერა თუ ნეიმარი რამეს მოიმოქმედებს ხალიფამ რაც რაბიოს გაუკეთა იგივეს გაუკეთებს ნეიმარსო..
    აყურყუტებს სკამზე მთელი სეზონი და გააგიჟებს ნეის wink

  • Wayne ♛♛♣♣
    schedule 03 ივლ 2019, 16:58

    ეს ისეა ატეხილი არ დარჩება მანდ წამოვა

  • Dachi8Color
    schedule 03 ივლ 2019, 16:49

    ეხლა დაიწერა Sport-ზე, რომ ნეიმარის მამა და ბარსელონას დირექცია ერთმანეთს 30 ივნის შეხვდნენ. და მას თან ახლდა Cury მოგეხსენებათ ბარსელონას წარმომდგენელია სამხრეთ ამერიკაში.

  • M10 S9 D11
    schedule 03 ივლ 2019, 16:42

    უკანალის თამაშს აქვს ადგილი

  • Don_Andresito
    schedule 03 ივლ 2019, 16:40

    ბართომეუ ეგრე ცდილობს გასახდელში სიტუაციის დარეგურირებას და ტყუილ სტატიებს უკვეთავს კატალონიურ პრესას. კოუტნიო არ უნდა ტრანსფერში პსჟ ეს და ესენი წერენ დეტალები შეათანხმესო. ტყუილია 100% ით. სანამ თითონნეიმარი არ იტყვის რამეს ვერაფერს გაიგებ. ხალიფა კიდე არ გამოუშვებს ბარსას მიმართ ზიზღის გამო. რეალში კიდე სიამოვნებით გაუშვებს მბაპეს

  • professor1984
    schedule 03 ივლ 2019, 16:29

    neimarma chventanac tsaradgona axali forma danpre sezonic chaatara magram mere tsavida psj shi magram me mainc ar mjera ro eg barsashi dabrundeba

  • MARI=BARCA-fan
    schedule 03 ივლ 2019, 16:25

    ციტატა: Kakiashvili
    Raga ar xdeba ukve 😔😔😔


    არაფერიც არ ხდება,
    და ზუსტადაც რომ არაფერი არ ხდება, იმიტომ იგონებენ ათასგვარ ჭორს.
    პრესამ აღარ იცის რა დაწეროს!

  • Kakiashvili
    schedule 03 ივლ 2019, 16:21

    Raga ar xdeba ukve 😔😔😔