მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ნეიმარის მამა “ბარსელონას” წარმომადგენელს დღეს შეხვდება

ნეიმარის მამა “ბარსელონას” წარმომადგენელს დღეს შეხვდება

“პარი სენ-ჟერმენის” ბრაზილიელი ვარსკვლავის, ნეიმარის მამა “ბარსელონას” წარმომადგენლებს დღეს შეხვდება.

Esporte Interativo-ს ინფორმაციით, ნეიმარის მამა კატალონიაში დღეს ჩავა და ანდრე კურის შეხვდება. ეს უკანასკნელი “ბარსელონას” წარმომადგენელია სამხრეთ ამერიკელ ფეხბურთელებთან ურთიერთობაში. სწორედ მას მიუძღვის დიდი წვლილი ნეიმარის “სანტოსიდან” “ბარსელონაში” გადასვლაში.

ბოლო დროს, ნეიმარის “ბარსელონაში” დაბრუნება აქტიურად განიხილება. გავრცელებული ცნობებით, ბრაზილიელს “პარი სენ-ჟერმენში” თამაში აღარ უნდა და ამ ინფორმაციას არცერთი მხარე არ უარყოფს.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

კომენტარები (5)

  • BlauGrana_DS
    schedule 02 ივლ 2019, 17:38

    მე მგონი, თვითონვე ყრიან ჭორებს და მერე უარყოფენ-ალბათ ამით ხალიფას მაყუთს ახევენ.

  • Don_Andresito
    schedule 02 ივლ 2019, 13:26

    ციტატა: getsby
    ჭორებს ამიტომ არუნდა უსმინო ,ნეიმარი არაფერს ამბობს არიცის რამოხდება და როგორ განვითარდება მოვლენები აქ ზოგმა უკვე აღნიშნა დაბრუნება.დ ეხლა დაიწერა სპორტზე რომ უარყობს რაიმე შეხვედრას ნეიმარის მამაო მოდი და დაუჯერე ამ კონკრეტული შემთხვევის მერე.დ


    ნეიმარის მამამ თქვვა არანაირი შეხვედრაო, კოპა რო დამთავრდება ერთად დავბრუნდებით პარიზშიო. ნეიმარმა პსჟ ეს ახალი ფორმის პრეზენტაციაში მონაწილეობა მიიღო, მბაპე ნეიმარის კონფლიქტზე რაც იწერება ტყუილია ეგეც. და არ ვიცი რატო აღნიშნავენ ნეიმარის ტრანსფერს. რავი დავველოდოთ მარა როგორც ზემოთ აღნიშნეს იმედია არ გადააკვდებიან ამას და არ დაავიწყდებათ სხვა პოზიციები. ამის გამოა გუნდშI გაურკვევლობა, თუ პსჟ უშვებს Mთელი ფინანსური რესირუსი ამისკენ წავა, თუ არ უშვებენ და სხვა პოზიციებს მოხმარდებოდა. ჩემი აზზრით ღირს ნეიმარის დაკიდება, კოუ-დემბელესთვის თითო შანსის კიდე მიცემა, დე ლიხტი იუვეში გადასვლამდე შეეხმიანა ბარსაასო და აუწიონ 2 მილიონით ხელფასი, დიდი შენაძენი იქნებოდა ეგეც. მოკლედ ნეიმარს შეახალო ამხელა ფული როცა 3-4 პოზიციას გააძლიერებ მაგ მაყუთით რავი რა. არ მემეტება 28 წელს მიახლოებული ტრავმიანი არასანდო ქათამისთვის ეგ ფული. დე ლიხტი ლო ჩელსო და კარგი მარცხენა მცველი მოვა ნეიმარის ღირებულებით და დარჩება კიდე ფული ერთი ნორმალური შემტევისთვის. თან ნეიმარის პოტენციური ხელფასი ოთხივეს ეყოფოდა ისე. მაგარია ნეიმარი არ ვდაობ მარა ზედმეტად ძვირია. რაც შეეხება იმ ბაჭაჭყანებს ვინც ამბობს რო მბაპეს ჩრდილში მოექცაო, გაქცევა უნდაო, კარგით რა. ერთი უტრავმო სეზონი ჩაატაროს და ვინ ვის ჩრდილში მოექცევა ვნახავთ. რეალში გადავა მომავალ წელსო და უცებ ლამისაა მესიზე მაგარი გახადონ ეს ტილიანი ბავშვი. დაეხიოს მამანეტ ნეიმარს. ვერც მეტ გოლს გაიტანს და ვერც უფრო ეფექტური იქნება თუ ნეიმარი ფორმაში იქნა. რომელი მნიშნველოვანი თამაში ითამაშა კარგად? ნეიმარმა ტრავმების გამო მაინც გამოტოვა ეგ იგრები და მბაპემ? იყო თუ არა მოედანზე ვერ გაიგებდი

  • marco reus 11
    schedule 02 ივლ 2019, 11:19

    ისე არ გამოვიდეს მთელი ზაფხული ამ პაკაზუხა პრინცესას შეალიონ და სხვა პოზიციები დარჩეს გაუძლიერებელი. მარცხნა მცველი პირველ რიგში საყიდელია. ვაბშე როგორც ჩანს მწვრთნელის გაშვებას არ აპირებენ. ხტფუი 🙁

  • M10 S9 D11
    schedule 02 ივლ 2019, 10:35

    იმედია ეს ყველაფერი ჭორი არაა და მართლა დაბრუნდება ნემო

  • getsby
    schedule 02 ივლ 2019, 10:07

    ჭორებს ამიტომ არუნდა უსმინო ,ნეიმარი არაფერს ამბობს არიცის რამოხდება და როგორ განვითარდება მოვლენები აქ ზოგმა უკვე აღნიშნა დაბრუნება.დ ეხლა დაიწერა სპორტზე რომ უარყობს რაიმე შეხვედრას ნეიმარის მამაო მოდი და დაუჯერე ამ კონკრეტული შემთხვევის მერე.დ