კოპა ამერიკის გათამაშებაზე არგენტინის ეროვნულმა ნაკრებმა ვენესუელა 2:0 დაამარცხა და შემდეგ ეტაპზე გავიდა. ლიონელ მესიმ ამ შეხვედრაში თავი გოლით ვერ გამოიჩინა, ხოლო მატჩის ბოლოს თვითკრიტიკული განცხადება გააკეთა.
“ჩემი თამაშის დონე საუკეთესო არ არის. ვერ ვთამაშობ ისე, როგორც მოსალოდნელია. თამაშები ისეთია, რომ არ გეძლევა საშუალება სურვილისამებრ ითამაშო. განსაკუთრებით რთულია მათთვის, ვისაც სურს შეუტიონ, გუნდს წარუძღვენ და ორთაბრძოლებს თავი აარიდონ.”
კოპა ამერიკის შემდეგ ეტაპზე არგენტინა ბრაზილიას დაუპირისპირდება. მესიმ ამ შეხვდრაზეც ისაუბრა.
“რთულია ამ წყვილში ფავორიტი დაასახელო. “სალესაო” სახლში თამაშობს და გულშემატკივარს დიდი როლი აქვს. თუმცა ორივე გუნდში არის მაღალი დონისა და ტექნიკური ფეხბურთელები, ამიტომ შანსები თანაბარია. მე პატივს ვცემ ბრაზილიის ნაკრებს. მათ ჰყავთ ისეთი ფეხბურთელები, რომელთაც ინდივიდუალურად შეუძლიათ მატჩის მიმდინარეობა შეცვალოს. ვფიქრობ, მატჩი ძალიან საინტერესო და დაძაბული გამოვა.” – ციტირებს მესის სიტყვებს Mundo Deportivo.

მეც მაგ დღეში
არგენტინას უბალეშიკე,იმიტომ რომ მესის სანაკრებო დონეზე ტიტული ჭირდება და აღიარება კიდევ ერთხელ საუკეთესო ბეხბურთელად წლის
respect
პსჟ დათანხმდა ბარსაში ნეიმარის გაშვებაზე ბარსა პსჟს 150 მილიონს და ორ ფეხბურთელს მიცემს .იმედია რაკეტა დემბელეს
ორს არა, ერთი ფეხბურთელიოოო – 130-დან 150-მდე და + ერთი ფეხბურთელიოოო!
respect
პსჟ დათანხმდა ბარსაში ნეიმარის გაშვებაზე ბარსა პსჟს 150 მილიონს და ორ ფეხბურთელს მიცემს .იმედია რაკეტა დემბელეს
მეც მაგ დღეში
კაი ჩემი დედას ვფიცავარ ტო
მეც ბრაზილიის გულშემატკივარი ვარ.ჯობია ძმაო ყურებით ვისიამოვნოთ.ვინც ფინალში გავა ესეიგი უძლიერესი ის ყოფილა და თასიც იმან აღმართოს
პლეიოფში არგენტინა სხვა ძალააა))))
შარშანაც მუნდიალზე საფრანგეთთან კი წააგეს, მაგრამ ღირსეულად და დიდი წინააღმდეგობაც გაუწიეს.
შეიძლება ბევრი შემეწინააღდეგოს, თუმცა ჩემი სათქმელი უნდა ვთქვა. პორტუგალია რონალდუთი, ფაქტია, უფრო არის გუნდი, ვიდრე მესის არგენტინა, რადგან კარგი შეთამაშება აქვთ, არადა არგენტინას ბევრად კარგი ფეხბურთელები ყავს. გამოვაკლოთ ამ ორ გუნდს მესი და რონალდუ. ფეხბურთელებს რომ შევხედოთ, ამ ორს შორის აქაც არგენტინა უნდა იყოს ლიდერი, თუმცა ისევ პორტუგალია დომინირებს. რატომ? ამის მიზეზი ისაა, რომ რა ფეხბურთელებიც ჰყავს, ზუსტად შესაბამისი ტაქტიქით ათამაშებს მწვრთნელი. თან, უნდა ვაღიაროთ, რომ რონალდუ უფრო დიდი მოტივატორია. გავიხსენოთ ერთ-ერთი თამაში (ვის ეთამაშებოდა არ მახსოვს), სადაც რონალდუ დაიტრამვა და გავიდა, თუმცა შემდეგ მწვრთნელზე მეტს ყვიროდა და ფეხბურთელებს "დარიგებებს აძლევდა". კიდევ გავიმეორებ, შეიძლება ბევრი შემეწინააღმდეგოს, თუმცა რონალდუს მოტივაცია და არასწორი ტაქტიკა არის იმის მიზეზი, რომ, ამ მომენტში, არგენტინას პორტუგალია ჯობია
პ.ს. რეალის ან რონალდუს ფანი არ გეგონოთ, ბარსას ფანი ვარ ბავშვობიდან
ევროპის ჩემპიონატის ფინალი იყო, სადაც ეგ პორტუგალია ყურებით გაათრიეს ფინალში,
ბოდიშს ვიხდი მაგრამ რონალდუს და რეალს პერესი რომ არ ჰყოლოდა თავისი "მწვანე კუპიურებით", არც 5 ბურთი ექნებოდა, არც 3 ლიგა ზედიზედ და ევროპაზე ხო ჯგუფში ისედაც იყო ჩარჩენილი მეოთხე ადგილზე, რომ არა მასზე მორგებული სათამაშო სქემა..
კარგით რააა, ერთადერთი რაც შეიძლება რომ ვთქვათ ლეომ უნდა დატოვოს კაპიტნის სამკლაული.. ეს მას უფრო "დიდს" გახდის! არაა ეს მისი საქმე – თვითონ ყოველთვის მოტივირებულია, მაგრამ სხვისი "გამოცოცხლება" მოედანზე პუიოლივით მას არ შეუძლია,
ი ნ ტ რ ო ვ ე რ ტ ი ა და იმიტომ!
ხო მე გეთანხმები, მარა ბრაზილიაც ვერაა ხოდზე. ვერ იყენებს შესაძლებლობას, პარაგვაისთან და ვენესუელასთან თამაში გულის ამრევი იყო. არგენტინასთან უფრო მეტი მოტივაცია ექნებათ მარა 1 შეცდომა და დაისჯებიან. გოლი არ გაუშიათ ჯერ მარა ეგეც დროის საკითხია. ბრაზილიას უკეთEსი ნაკრები ყავს 90% ით მარა შანსი არგენტინასაც აქვსს
ბრაზილიას თუ გაცდა არგენტინა რისი დიდი იმედი მაქვს,თან ლეოს ბრაზილიასთან ყოველთვის გამოდის თამაში. უკვე ამ შანსს აღარ გაუშვებს ლეო და აწევს მეორე სანაკრებო ტიტულს და მეექვსე ოქროს ბურთს უკვე 1000%-ით
პლეიოფში არგენტინა სხვა ძალააა))))
შარშანაც მუნდიალზე საფრანგეთთან კი წააგეს, მაგრამ ღირსეულად და დიდი წინააღმდეგობაც გაუწიეს
არგენტინამ რო თამაში ჩაატარა შარშან მსოფლიოს ჩემპიონ საფრანგეთთან რომელმა ჩაატარა ისე გამეცით პასუხი ხორვატიამ უშანსოდ წააგო და თან ფინალში ითრია საფრანგეთმა პრინციპში ყველას ასე უქნა საფრანგეთმა არგენტინის გარდა 3-4 უძაან მაგრესი თამაში რომარა ასეთი სუსტი დაცვა არგენტინა გაცდებოდა საფრანგეთს წინასწარ გენიოსებო ნუ დაწერთ პროგნოზს თორე ბოლოს ისევ თქვენ შერცხვებით
რა უნდა ითამაშოს არგენტინა თამაშობს მეორე ნომრად ვენესუელასთან რო მთელ მეორე ტაიმს ბურთს მისცემ და დაცვაში დადგება მთელი გუნდი რა უნდა ითმაშოს. გუშინ მაქსიმუმი გააკეთეს კოპაზე. ბრაზილიასთან უშანსოდ იქნებიან მიუხედავად იმისა რომ ბრაზილიამ პარაგვაის ძლივს მოუგო.
ხოდა უნდა მოიხოდო ლომო მაქსიმუმი უნდა დადო ბრაზილიასთან და ერთხელ და სამოდამოდ მოაკეტინო კრიტიკოსებს და პენალდოს ფანებს
ხო მართალია მესიტო ხანდახან მგონიახოლმე რო უბრალოდ მესი ყავს არგენტინას და არსად არჩანს უბრალოდ ფურცელზეაა
ერთი სული მაქვს ლეო აღმართო სანაკრებო ტიტული