workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ზვიაგინცევი: “შახტარის” შანსები “ბარსასთან” 60/40–ზეა.

ზვიაგინცევი: “შახტარის” შანსები “ბარსასთან” 60/40–ზეა.

დონეცკის “შახტარის” ყოფილმა ფეხბურთელმა, ვიქტორ ზვიაგინცევმა განაცხადა, რომ უკრაინელებს მეტი შანსი აქვთ გავიდნენ შემდეგ ეტაპზე, ვიდრე კატალონიელებს. შეგახსნებებთ, რომ დღეს თბილისის დროით 22 საათსა და 45 წუთზე შედგება ამ ორი გუნდის დაპირისპირება.

 

“თუ საქმე მივიდა პროცენტულ მაჩვენებლამდე, მაშინ გეტყვით, რომ “შახტარის” გასვლის შანსები “ბარსასთან” მიმართებაში, 60/40–ზეა. “შახტარი” უკრაინის საუკეთესო გუნდია. ჯერ კიდევ ჯგუფური ეტაპების დროს ვიძახდი, ისეთი გუნდები, როგორებიც არიან “შახტარი” და “ბლაუგრანა”, გავლენ–თქო მინიმუმ 1/4 ფინალში. ორივე ძალიან ძლიერი გუნდია, მაგრამ წელს ამ ტურნირზე ასპარეზობას დონეცკელები გააგრძელებენ”. დაასრულა ვიქტორ ზვიაგინცევმა.

 

P.S. ესეც 200 სტატია : ) 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში