მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
20 წლის ნიჭიერმა ნახევარმცველმა “ბარსელონას” “რეალი” არჩია

20 წლის ნიჭიერმა ნახევარმცველმა “ბარსელონას” “რეალი” არჩია

ნიჭიერი ნახევარმცველის, ალბერტო სოროს პროგრესს “ბარსელონა” საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში აკვირდებოდა. კატალონიელებმა 20 წლის ფეხბურთელის მიმართ ინტერესიც გამოთქვეს, თუმცა მან “რეალში” გადასვლა არჩია. ამ ინფორმაციას კატალონიური Sport ავრცელებს. 

სორომ “სარაგოსას” შემადგენლობაში, წინა სეზონში, 29 მატჩი ჩაატარა. მან 4 გოლის შექმნაში მიიღო მონაწილეობა. 

“სარაგოსამ” ფეხბურთელის სანაცვლოდ 2.5 მილიონი ევრო მიიღო. საინტერესოა, რომ მსგავსი შემთხვევა ახლო წარსულში “სარაგოსას” კიდევ ერთი მოთამაშის, ხესუს ვალეხოს შემთხვევაშიც მოხდა, რომელიც “ბარსელონაში” ტრანსფერთან ასევე ახლოს იყო. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

კომენტარები (3)

  • M10 S9 D11
    schedule 27 ივნ 2019, 01:01

    და როგორც ვალეხოს შემთხვევაში ეხლაც გაგვიმარტლებს და ჭე კლასის იგროკი აღმოჩნდება ასე რომ გამოისვას რამოსში რეალმა

  • რაღაცნაირი
    schedule 26 ივნ 2019, 23:01

    ზედმეტად "მოდაში" შემოვიდა ეს 19-20 წლის ბიჭებით გუნდის და მეორე გუნდის გავსება… გასაგებია რომ საჭიროა ბევრი რომ იქედან 1-2 მა ივარგოს ,მაგრამ ასეთი შთაბეჭდილება მრჩება რომ აღარ აქცევს არავინ ჩამოყალიბებულ ფეხბურთელებს. ყველას მომავლის პერსპექტივისთვის ხომ ვერ გათვლი. ასაკის გამო ბევრს იწუნებენ როცა იმ 2-3 სეზონში ძალიან შეუძლია გუნდი გააძლიეროს.((
    მაგალითად ახლა რეალმა ერთი აზარი იყიდა ვინც აუცილებლად ჩაჯდება სასტარტოში , ასაკიანია… დანარჩენები ზოგი სკამზე იქნება ალბათ , ზოგი მეორე გუნდში და ასე…
    ბევრ რამეს ცვლის სათადარიგოთა სკამი, სწორედ ამან "გვიშველა" გასულ წლებში ,მაგრამ მაინც არ მიმაჩნია სწორი მიდდგომა 15 პერსპექტიული ფეხბურთელის ყოლა, უაზროდ…

  • bergkamp
    schedule 26 ივნ 2019, 22:53

    რეალი ძალიან გადაგვაჯდა, იოვიჩი, კუბო ახლა კიდევ ალბერტო, ეს ფეხბურთელები რომ ვერ შევიძინეთ გული არ მწყდება, მაგრამ ფეხბურთელებზე რომლებზეც ვიბრძვით და თითქმის ყოველთვის რეალი რჩება გამარჯვებული ბოლო წლებში, არამგონია გუნდის პრესტიჟზე დადებითად აისახოს, სამწუხაროდ ხელმძღვანელობა და მწვრთნელი ისეთი გვყავს არც მიკვრის, რატომ იღებენ ასეთ გადაწყვეტილებებს, მაგრამ იმედი მაქვს უახლოეს მომავალში გამოსწორდება ეს ყველაფერი, მოაშორებენ ჯერ ბართომეოს შემდეგ ვალვერდეს !!!