ამ ზაფხულში, “ბარსელონას” დიდი შანსი აქვს, დაიმატოს ანტუან გრიზმანი, რომელმაც “ატლეტიკო” ოფიციალურად დატოვა ან ნეიმარი, რომელსაც “პარი სენ-ჟერმენის” ხელმძღვანელობასთან აშკარა კონფლიქტი აქვს, ან… ორივე ფეხბურთელი ერთად.
თუ ორივე ტრანსფერი შედგა (რაც, ფინანსური რეგულაციების გამო, რამდენიმე მოთამაშის საკმაოდ დიდ ფასად გაყიდვას მოითხოვს), ერნესტო ვალვერდეს 2019/20 წლების სეზონში ეყოლება შეტევის ხაზი, რომელიც არა მხოლოდ ბოლო წლების, არამედ ყველა დროის ყველაზე ვარსკვლავურად შეგვიძლია მივიჩნიოთ.
შემადგენლობაში ლიონელ მესის, ლუის სუარესის, ნეიმარის და გრიზმანის ერთად ყოფნა ზედმეტად შემტევად და შესაბამისად, ცოტა სარისკოდ გამოიყურება, მაგრამ არის რამდენიმე ტაქტიკური ვარიანტი, რომელშიც ისინი კარგად თავსდებიან.

4-4-2. ნეიმარი და გრიზმანი ფლანგების ნახევარმცველის პოზიციაზე ითამაშებენ, თუმცა აქცენტს შეტევაზე გააკეთებენ, ოდნავ უკან სერხიო ბუსკეტსის და ფრენკი დე იონგის ყოფნა კი ცენტრს დააბალანსებს. მესი და სუარესი გამოკვეთილი თავდამსხმელები იქნებიან.

ალტერნატიულ ვარიანტში, განლაგება შეცვლილია და 4-5-1 ტაქტიკაა წარმოდგენილი. ნეიმარი და გრიზმანი იგივე პოზიციაზე იქნებიან, მესი კი მათ შორის, ტიპიური 10-იანის ადგილზე ითამაშებენ. გამოკვეთილი ცენტრფორვარდი ლუის სუარესი იქნება.

“ბარსელონასთვის” ყველაზე მეტად დამახასიათებელი ტაქტიკა 4-3-3-ია და ახალი ფეხბურთელები ამასთან მორგებასაც მარტივად შეძლებენ. წინა ორთან შედარებით, ეს ფორმაცია უფრო დაცვითია და აქცენტი ბურთის დაჭერაზეა გაკეთებული. განსხვავება ისაა, რომ სუარესი სათადარიგოთა სკამზე ინაცვლებს და მის ნაცვლად, მოედანზე ერთით მეტი ცენტრალური ნახევარმცველია, სავარაუდოდ, არტური, ან ვიდალი, ან თუნდაც რაკიტიჩი, თუ ის გუნდიდან არ წავა. ნეიმარი და გრიზმანი ფორვარდის პოზიციაზე ითამაშებენ, ლეო მესი კი შეტევის ცენტრალურ ნაწილში იმოქმედებს.
ასეთი შემტევებისთვის გამკლავება ნებისმიერ კლუბს გაუჭირდება, თუმცა ასეთი შემადგენლობის ჩამოყალიბების შემთხვევაში გუნდს აუცილებლად დატოვებს ფილიპე კოუტინიო ან უსმან დემბელე, შესაძლოა, ორივე მათგანი – ფეხბურთელები, რომლებიც “ბარსას” მომავლად მიიჩნეოდნენ და სულ ორი წლის წინ, კლუბს 300 მილიონზე მეტი დაუჯდა.
“ბარსელონას” ანტუან გრიზმანის შეძენა 120 მილიონად შეუძლია, ნეიმარის სანაცვლოდ კი კატალონიელებს მეტის გადახდა მოუწევთ.




მე ვინ მეკითხება მარაა ჩემი აზრით ბუსსი ზამენაზე უნდა დაისვას და აასევე სუარესიც. უკან დავაყენებდი 2 ჩამშლელს დე იონგსა და არტურს და მაგათ წინ შუაში კოუტინიოს. წაროიდგინეთ კოუტინიოო სივრცეებით და ორი დამზღვევით უკნიდან… მესიი სადაც უნდა და ფლანგებზე ნეიმარი თუ მოვიდა ეგ და დემბელე იქნებიან
რომელი შეტევის ხაზი იქნება საუკეთესო მაგას დრო და ტიტულები გადაწყვეტს!
4-2-3-1 დახატავს ^_^
4-2-3-1 რათ უნდა ამას ბევრი ფიქრი
სემედუ პიკე უმტიტი ალბა
ბუსკეცი დე იონგი
გრიზმანი მესი ნეიმარი
სუარესი
იქ სადაც მესსი ინიესტა ხავი და რონალდინიო ერთად ერთ გუნდში იყვნენ საუკეთესო ეს ვერ იქნება
ტერ შტეგენი-პიკე, უმტიტი, სემედუ, ალბა-ბუსკეტსი, დე იონგი(არტური)-კოუტინიუ-მესი, გრიზმანი, ნეიმარი.
დე იონგი ბუსკეცი
გრიზმანი კოუტინიო ნეიმარი
მესი
ზამენაზე სუარესი, დემბელე
გიჟი კამანდა იქნებოდა, მაგრამ ვალვერდეა მწცრთნელი…
მესი სუარესი ნეიმარი გრიზმანი დემბელე/კოუტინიო ეს შეტევა თუიყო მომდევნო სეზონში ტრიპლეტი უეჭველი უნდა დაიდოს, ლიგა უეჭველი
ბარსას ისტორიაში ყველა დროის საუკეთესო შემტევი ხაზი იყო და დარჩება: მესი, ეტოო, რონალდინიო, და ანრი!
ვინც ფიქრობს რომ რაკიტიჩმა წელსვე უნდა დაგვტოვოს LIKE
აქაც სასტარტოში როა რაკიტიჩი:)) ბედის ირონიაა იმენა…
Rakitichs raundaaaaaa oeeee arturi unda idgess
4-2-3-1 ყველაზე მხეცია
Imedia ❤️