კოპა ამერიკის A ჯგუფში, მესამე ტურის მატჩები გაიმართა. მასპინძელმა ბრაზილიის ნაკრებმა, რომელშიც “ბარსელონას” ყველაზე მეტი წარმომადგენელი ჰყავს, სან პაულოში შეხვედრა პერუსთან ჩაატარა.
[media=https://www.youtube.com/watch?v=RL075_VAK04]
გოლები კაზემირომ, რობერტო ფირმინომ (მეკარის შეცდომის შემდეგ), ევერტონმა (შორეული დარტყმით), დანი ალვესმა (კარგი კომბინაციის შემდეგ) და ვილიანმა (ასევე შორეული დარტყმით) გაიტანეს – 5:0. მატჩის ბოლოს, გაბრიელ ჟეზუსმა თერთმეტმეტრიანი ვერ გამოიყენა.
არტურმა მოედანზე 90 წუთი გაატარა, ფილიპე კოუტინიო კი მწვრთნელმა 77-ე წუთზე შეცვალა.
პარალელურად, ვენესუელამ ბოლივიას 3-1 მოუგო.
შედეგად, ჯგუფში პირველი ადგილი ბრაზილიამ 7 ქულით დაიკავა, მეორეზე კი 5 ქულით ვენესუელა გავიდა. ბოლივიას 0 ქულა დარჩა, პერუს კი 4 ქულა და -3 ბურთების სხვაობა აქვს და B და C ჯგუფების შედეგებს დაელოდება.
ტურნირის 1/4 ფინალში ბრაზილია B ან C ჯგუფის მესამე ადგილზე გასულ გუნდს დაუპირისპირდება.
![ბრაზილიამ პერუ გაანადგურა და ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა [ვიდეო]](https://barcamania.ge/wp-content/themes/bm/assets/images/surathis-gareshe.webp)


მეტობა დავწერე მარა მეგონა რო პერუ გაუტანდა კიდე კაი ორივეს გატანაზე არ დავდე :დდდდ
ალვეში რა მაგარი კლასნია როგორ გაუშვეს ტიპი, თან უფასოდ იმის მერე 3 სეზონი ჩაატარა უმაღლეს დონეზე..
ოფიციალურად: ალვესმა პსჟ დატოვა
Au es evertoni umagresi bichi chans da ro ichalichon magaze ara?kai iqneba tan vingeria.