წარუმატებელი სეზონის შემდეგ, ფილიპე კოუტინიოს “ბარსელონადან” წასვლაზე ბევრი იწერება და თუ ინფორმაციებს დავუჯერებთ, ბრაზილიელის ტრანსფერი საკმაოდ რეალურია. Marca იმ გუნდების სიას გვთავაზობს, რომლებსაც კოუტინიოს შეძენის შანსი აქვთ.
პარი სენ-ჟერმენი
ფრანგული კლუბი ცდილობს, ჩემპიონთა ლიგაზე ანგარიშგასაწევი ძალა გახდეს და ამისთვის, გუნდის ექს-“ლივერპულელით” გაძლიერებას საჭიროდ მიიჩნევს. სავარაუდო შეთანხმების ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი ნეიმარია, რომელსაც კოუტინიო კარგად იცნობს. თანაც, პსჟ-სთვის “ბარსელონას” მიერ მოთხოვნილი თანხა დამაბრკოლებელი არცერთ შემთხვევაში არ იქნება.
მანჩესტერ სიტი
პსჟ-ს მსგავსად, “სიტის” უპირატესობაც ფინანსურ რესურსებს წარმოადგენს. ისიც აღსანიშნავია, რომ ფილიპეს პრემიერ ლიგაში თამაშის დიდი გამოცდილება აქვს და ახალ გარემოსთან შეჩვევა არ გაუჭირდება. თუმცა, პეპ გვარდიოლას ბრაზილიელის პოზიციაზე რამდენიმე ნიჭიერი ფეხბურთელი უკვე ჰყავს და მას დიდი სათამაშო დროის მიღების გარანტია სულაც არ ექნება.
ჩელსი
“ლურჯებმა” უდავო ლიდერი დაკარგეს და ახლა მის ჩანაცვლებას ცდილობენ, მაგრამ ხელის შემშლელი ფაქტორი ლონდონური კლუბის სატრანსფერო შეზღუდვაა. “ჩელსიში” მისვლის შემთხვევაში, კოუტინიო გუნდის ერთ-ერთი ან ყველაზე მნიშვნელოვანი ფეხბურთელი გახდება.
ლივერპული
ინფორმაცია საკმაოდ ხშირად ვრცელდება, თუმცა კოუტინიოს ყოფილ კლუბში დაბრუნების შანსი, ფაქტიურად, ნულის ტოლია. იურგენ კლოპს სხვა პრიორიტეტები აქვს.
არსენალი და ტოტენჰემი
ინტერესს ეს გუნდებიც გამოხატავენ, მაგრამ მათი ფინანსური შესაძლებლობების გათვალისწინებით შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ საქმე მოლაპარაკებებამდეც კი არ მივა.




შეცდომა იქნება ამის გაშვება
მე თუ მკითხავთ ერთი შანსი უნდა მივცეთ კიდევ, ოღონდ ნახევარდაცვაში უნდა ვათამაშოთ. ისე კი ჩელსიში ტრანსფერი უფრო უკეთესი იქნება მისთვის!
ან პესეჟეში უნდა გავუშვათ ან სიტიში სიტის ვარიანტი ჯობია სანეში გავუცვალოთ
ერთი სეზონიც ვაცალოთ ალბათ უნდა მაგრამ ტუ გაყიდვაზეა მაშინ პსჟს ნეიმარზე უნდა ვევაჭროთ, თუ უარი ტქვა პსჟემ ნეიმარზე მაშინ დიდებული ვარიანტია სანეს დასათრევად
არსად უნდა გადავიდეს მაგრამ თუ გადასვლაა არსენალს ვირჩევ
კოუს გაყიდვა არ შეილება ერთი სეზონი ჩააგდო და მოყვარული ფეხბურთელს ედძახიან და ბარსაში პირველი სეზონი როიფრინა ეს ბევრს დაგავიწყდათ.მაგრამ თუმაინც უნდა გაიყიდის მბაპეს ტრანსფერში ჩართონ და ცოტაც დაუმატონ