workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
კრუიფი: “ბარსა” და “რეალი” კონცენტრირებულნი არიან თასებზე”

კრუიფი: “ბარსა” და “რეალი” კონცენტრირებულნი არიან თასებზე”

იოჰან კრუიფს სჯერა, რომ “ბარსას” გამარჯვებამ და “რეალის” მარცხმა ბევრი რამ სააშკარაოზე გამოიტანა ორივე გუნდისათვის. “მფრინავი ჰოლანდიელის” თქმით, “ბლანკოსი” ახლა მხოლოდ ესპანეთის თასსა და ჩმეპიონთა ლიგაზე ფიქრობს, ხოლო “ბარსა” სამ ფრონტზე იბრძვის.

 

იოჰანს იმედი აქვს, რომ “რეალი” კიდევ დაკარგავს ქულებს, რადგანაც ისინი ბოლომდე არ დაიხარჯებიან პრიმერაში და მხოლოდ იქ იბრძოლებენ, სადაც ჩემპიონობის შანსი აქვთ.

 

“პრიმერას შემდეგი ტური გაიმართება ჩემპიონთა ლიგის მატჩების შემდეგ. “სან მამესზე” გამარჯვება “ატლეტიკის” წინააღმდეგ დიდი სტიმულია “მერენგებთათვის”. ნუთუ არასერიოზულად შეხედავს ამ მატჩს “რეალი”? რა თქმა უნდა, არა! ისინი ბოლომდე იბრძოლებენ. მაგრამ ძალიან რთული იქნება მათთვის გამარჯვების მოპოვება და მნიშვნელობა არ აქვს, თუ რომელი გუნდი იქნება მოედანზე, რადგანაც მათი გონება სხვა ტურნირებზეა გადართული”.

 

რაც შეეხება ჩემპიონთა ლიგას, კრუიფი მიიჩნევს, რომ “შახტარი” ნამდვილად არასასურველი მეტოქეა: “დონეცკელები მათ ამჟამინდელი მწვრთნელის დახმარებით, ბევრად უფრო ძლიერნი არიან, ვიდრე 1 ან 2 წლის წინ. “ბარსას” მხოლოდ მისი პროფესიონალიზმი და მაღალი დონე კი არ დაეხმარება, არამედ ის, რომ ისინი ადრეც შეხვდნენ ერთმანეთს და არაერთხელ. ეს გუნდები ფინალშიც კი შეხვდნენ ერთმანეთს და ყოველთვის უჭირდა “ბლაუგრანას” მათთან გამკლავება. თუ გვარდიოლას შეგირდები 1/2 ფინალში გავლენ, მაშინ ეს ნიშნავს, რომ მათ ყველაფერი 100%–ით კარგად გააკეთეს”. დაასრულა იოჰან კრუიფმა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში