workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
გვარდიოლა: ”არ მითქვამს, რომ ”ბარსადან” წასვლას ვაპირებ”

გვარდიოლა: ”არ მითქვამს, რომ ”ბარსადან” წასვლას ვაპირებ”

კატალონიური ”ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა, ხოსეპ გვარდიოლამ უარყო ინფორმაცია, თითქოსდა ის გეგმავდეს კლუბიდან წასვლას. შეგახსენებთ, რომ პირველ აპრილს იტალიურმა ტელევიზიამ გაავრცელა ვიდეო, სადაც გვარდიოლა კლუბიდან წასვლაზე მიანიშნებდა.

”ამდაგვარი რამ ადრეც მითქვამს. ამ სიტყვებით მე არ მითქვამს, რომ ”ბარსელონადან” წასვლის სურვილი მაქვს. მხოლოდ ის ვთქვი, რომ ჩემი კარიერა აქ დასასრულისკენ უფრო ახლოსაა, ვიდრე დასაწყისისკენ. როდესაც კლუბში 4 სეზონს ატარებ გასაგებია, რომ დასასრული უფრო ახლოსაა, ვოდრე დასაწყისი” – განაცხადა გვარდიოლამ.

დღეს იტალიურ პრესაში მორიგო ინფორმაცია გავრცელდა იმის შესახებ, რომ პეპ გვარდოლას სამსახურით ”რომა” არის დაინტერესებული.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში