თავისი წიგნის, “ვისენტე დელ ბოსკე: 1000 მადლობა”, პრეზენტაციის შემდეგ, ესპანეთის ნარკების თავკაცმა თავისი აზრი გაუზიარა ჟურნალისტებს ესპანეთის ჩემპიონატთან დაკავშირებით.
“როგორც ჩანს ჩემპიონატის ბედი გადაწყვეტილია. დიახ, დარჩენილია კიდევ ძალიან სანახაობრივი მატჩები, მაგრამ მხოლოდ იმისთვის, რომ გავიგოთ იმათი ვინაობა, ვინც შემდეგ წელს მოხვდება ჩემპიონთა ლიგაზე და ვინც დარჩება ლა ლიგაში. “რეალი” და “ბარსელონა” ძალიან ბევჯერ შეიძლება შეხვდნენ ერთმანეთს. ფავორიტის დასახელება მიჭირს, მაგრამ ვიტყვი, რომ ეს ორი გუნდი ევროპაში ბრწყინავს”.
მსოფლიო ჩემპიონატის მოგების შემდეგ, დელ ბოსკეს უამრავი პრიზი გადაეცა: “ეს პრიზი მთელი კოლექტივის დამსახურებაა. რომ არა ისინი, მე ვერაფერს მოვიპოვებდი. აქ არ არის მხოლოდ მწვრთნელის პროფესიონალიზმზე საუბარი, არამედ მთელი გუნდის თავდადებაზე”. დაასრულა ვისენტე დელ ბოსკემ.
